აქტივისტი მარიამ მეყანწიშვილი შიმშილობას იწყებს

აქტივისტი მარიამ მეყანწიშვილი შიმშილობას იწყებს. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, პროტესტის უკიდურეს ფორმას მანამდე გააგრძელებს, ვიდრე გუშინ დაკავებულ, აფხაზეთიდან დევნილ 71 წლის აზა ჩილაჩავას არ გაათავისუფლებენ.

„ვუერთდები ქალბატონ აზას და მასთან ერთად ვიწყებ შიმშილს! გავაგრძელებ იქამდე სანამ მას ტყვეობიდან არ გაათავისუფლებენ! დაგვიბრუნეთ აზა ბებო“, - წერს მეყანწიშვილი.

ცნობისთვის, აზა ჩილაჩავა სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით გუშინ დააკავეს. მას გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მან მშრალი შიმშილობა დაიწყო. ჩილაჩავა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში აქამდეც იყო მიცემული, თუმცა, მას მაშინ სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადეს.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!