დავით მათიკაშვილი ევრონესტის რეზოლუციაზე - რამდენ ხანს გაძლებს სუბიექტივიზმით გაჯერებული ტყუილებით და კონკრეტული ევროჩინოსნების ნება-სურვილით აწყობილი, გაყალბებული რეზოლუციები, ვნახავთ

[ევრონესტის] რეზოლუცია სრულიად სამარცხვინოა, რომელიც პრინციპში, გაყალბებულია - რამდენ ხანს გაძლებს სუბიექტივიზმით გაჯერებული ტყუილებით და კონკრეტული ევროჩინოსნების ნება-სურვილით აწყობილი, გაყალბებული რეზოლუციები, ვნახავთ, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან ევრონესტის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ის სურვილები, რომელიც კონკრეტულ ევროჩინოსნებს გააჩნიათ, ფაქტებს და გარემოებებს საერთოდ სცილდება”.

„[ევრონესტის] რეზოლუცია სრულიად სამარცხვინოა, რომელიც პრინციპში, გაყალბებულია. ეს რეზოლუცია ხაზს უსვამს იმ ტენდენციას, რომელიც ევრონესტთან მიმართებით არსებობს. ჯერ აზერბაიჯანმა დატოვა ის, დღეს საქართველო ტივებს და რამდენ ხანს გაძლებს სუბიექტივიზმით გაჯერებული ტყუილებით და კონკრეტული ევროჩინოსნების ნება-სურვილით აწყობილი, გაყალბებული რეზოლუციები, ვნახავთ. ფაქტები აბსოლუტურად სხვა რამეზე მეტყველებენ, მაგრამ ის სურვილები, რომელიც კონკრეტულ ევროჩინოსნებს გააჩნიათ, ფაქტებს და გარემოებებს საერთოდ სცილდება. ტყუილების პროპაგანდირებას მოეშვან - ეს ჩვენს საზოგადოებაში ევროსკეპტიციზმის გამაღრმავებელია”, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, სადაც აღნიშნულია, რომ „საქართველოში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა დემოკრატიის სერიოზული უკუსვლა აჩვენა“.დოკუმენტის თანახმად, დემოკრატიის უკუსვლა გამოიხატება, მათ შორის, 2024 წლის 26 ოქტომბრის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნებით, მთავრობის მიერ 2024 წლის 28 ნოემბერს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების 2028 წლამდე გადადების შესახებ განცხადებით და შემდგომი ანტიდემოკრატიული საკანონმდებლო აქტების სერიის განხორციელებით, რომლებიც მიზნად ისახავდა ყველა შესაძლო დისიდენტის ხმის ჩახშობას, განსაკუთრებით სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების და დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლების, ასევე უმცირესობებზე, კერძოდ, ლგბტ+ თემზე თავდასხმა და სიცოცხლისუნარიანი დემოკრატიული პოლიტიკური ოპოზიციის აღმოფხვრა.შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ერევანში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-12 პლენარულ სესიაში მონაწილეობა არ მიიღო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს