უკრაინის გენშტაბი ადასტურებს, რომ სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა რუსეთში, სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

გენშტაბში განმარტავენ, რომ სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთის ერთ-ერთი უძველესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა. 2023 წლის მონაცემებით, მისი გადამუშავების სიმძლავრე 4.8 მილიონი ტონა იყო. ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთის შეიარაღებული ძალების საჭიროებების დაკმაყოფილებით არის დაკავებული.

ამასთან, გენშტაბის ცნობით, ხანძრის შედეგად დროებით ოკუპირებულ ლუგანსკის ოლქში რუსეთის ლოჯისტიკური ობიექტები დაზიანდა.

„დაზიანდა სოფელ როსკოშნოეში მდებარე ლოჯისტიკური საწყობი და დოლჟანსკში მდებარე საწვავისა და საპოხი მასალების საწყობი. თავდაცვის ძალები თანმიმდევრულად ახორციელებენ სხვადასხვა ზომებს ტერორისტული სახელმწიფოს სამხედრო-სამრეწველო ბაზის კრიტიკული ელემენტების განადგურების მიზნით, რათა მას აგრესიის გაგრძელების შესაძლებლობა წაერთვას“, - ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს