ამ წუთებში, სასამართლოში, რომეო მიქაუტაძის საქმეზე ჩვენებას ერთ-ერთი ჰესის ყოფილი დირექტორი აძლევს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმეებს ჰკითხავენ.

ამ წუთებში ჩვენებას ერთ-ერთი ჰესის ყოფილი დირექტორი, ზაზა სიხარულიძე აძლევს.

მისი ჩვენების მიხედვით, თუკი ჰესთან დაკავშირებით რამე პრობლემა იქნებოდა, მას მიქაუტაძე უთანხმებდა.

„ჰესი იმდენად ცუდად მუშაობდა, თავის თავს ვერ ინახავდა, მერე ნელ-ნელა გაიმართა, ბოლოს მოგებაზეც წავიდა.

თუ საჭირო იყო სარემონტო სამუშაოები, [რომეო მიქაუტაძესთან] ვათანხმებდი, რა თანხები დაიხარჯებოდა. ძირითადად, ტელეფონით, ხანდახან ვხვდებოდით პირადად“, - განაცხადა მოწმემ.

პროცესს ესწრება რომეო მიქაუტაძეც.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს იკვლევენ. პროკურატურას კიდევ ერთი მოწმე ეყოლება წარმოდგენილი.

ცნობისთვის, პროკურატურის ბრალის მიხედვით, რომეო მიქაუტაძე სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

სამართალდამცველებმა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით აქვს წარდგენილი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება