დავით მათიკაშვილი - საქართველოს ევროპული წიაღიდან მადლობის მეტი არაფერი ეკუთვნის

საქართველოს ევროპული წიაღიდან მადლობის მეტი არაფერი ეკუთვნის იმ გადადგმული ნაბიჯებისთვის, რაც უახლოეს წარსულში ქვეყანამ გადადგა, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიშის მოლოდინებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, თუ ხვალ ევროკავშირის ანგარიში ობიექტურ მოცემულობაზე დაყრდნობილი იქნება, მაშინ საქართველოს ყველა მიმართულებით მაღალი შეფასება ეკუთვნის.

„საქართველოს ევროპული წიაღიდან მადლობის მეტი არაფერი ეკუთვნის იმ გადადგმული ნაბიჯებისთვის, რაც უახლოეს წარსულში ქვეყანამ გადადგა. თუმცა, ჩვენ საქართველოს მიმართ სუბიექტივიზმით გაჯერებული ორმაგი სტანდარტი არაერთხელ გვინახავს, როცა პროგრესის დანახვა და მაჯაზე ხელის დადება არ უნდათ, რათა იმ გულისცემას დაუგდონ ყური, რაც ქართველ ხალხს აქვს. სამწუხაროდ, ის ნაწილი, ვინც საქართველოს მიმართ მტრულად არის განწყობილი, მძლავრობს. ბუნებრივია, ანგარიშის შინაარსს დაველოდებით”, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში 4 ნოემბერს გამოქვეყნდება.ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებს 2025 წლის გაფართოების პაკეტს წარუდგენს. ევროპარლამენტის ინფორმაციით, ამ საკითხზე გაიმართება დებატებიც, რომელიც ფოკუსირებული იქნება კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნების მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეულ პროგრესზე. კომისიის მიერ აღნიშნულ ქვეყნებში ევროკავშირთან დაკავშირებული რეფორმების შეფასების შემდეგ, კომიტეტის მომხსენებლები შეიმუშავებენ რეზოლუციებს, თითოეული ქვეყნისთვის პარლამენტის დასკვნებით და რეკომენდაციებით.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს