ევროპარლამენტარები მუნირ სატური და ნატალი ლუაზო - ევროკავშირმა მსოფლიოს მასშტაბით ჟურნალისტები მკვლელობისა და დაპატიმრებისგან უნდა დაიცვას

ევროკავშირმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჟურნალისტები მკვლელობისა და დაპატიმრებისგან უნდა დაიცვას, - ამის შესახებ განცხადებას ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, მუნირ სატური და ევროპული დემოკრატიის დაცვის სპეციალური კომიტეტის თავმჯდომარე, ნატალი ლუაზო ავრცელებენ.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე ერთგულებას ჟურნალისტების უსაფრთხოების მიმართ. ევროპარლამენტი მტკიცეა თავის გადაწყვეტილებაში, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმები დაუსჯელი არ დარჩეს. აღნიშნულ კონტექსტში, ევროპარლამენტმა 2025 წლის სახაროვის პრემია ორ ჟურნალისტს მიანიჭა, რომლებმაც საქართველოსა და ბელარუსში, საკუთარი მთავრობების წინააღმდეგ ხმა გაბედულად აიმაღლეს და რომლებიც თავიანთი პროფესიული საქმიანობის შესრულებისთვის დააკავეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 22 ოქტომბერს ევროპარლამენტმა 2025 წლის სახაროვის პრემია პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტებს - „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელსა და ბელარუს ჟურნალისტს ანდჟეი პოჩობუტის მიანიჭა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება