ნინო წილოსანი - ბოლო პერიოდის “ნიუსებია“, რომ აქციის მონაწილეებმა, რამდენიმე ათეულმა ადამიანმა რამდენიმე წუთით რუსთაველი გადაკეტეს - უკვე ვხვდებით, რომ ცოტა ფსიქიკურ აშლილობასთან გვაქვს საქმე

ბოლო პერიოდის “ნიუსები” არის, რომ აქციის მონაწილეებმა, რამდენიმე ათეულმა ადამიანმა რამდენიმე წუთით რუსთაველი გადაკეტეს - უკვე ვხვდებით, რომ ცოტა ფსიქიკურ აშლილობასთან გვაქვს საქმე , - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც წილოსანმა აღნიშნა, “საკუთარი ეგოს და დონორების დასაკმაყოფილებლად რამდენიმე წუთიანი რუსთაველის გადაკეტვა აქციის მონაწილეებისთვის უკვე ბედნიერების წინაპირობაა”.

“თუ დავაკვირდებით, ბოლო პერიოდის “ნიუსები” არის, რომ აქციის მონაწილეებმა, რამდენიმე ათეულმა ადამიანმა რამდენიმე წუთით რუსთაველი გადაკეტეს. უკვე ვხვდებით, რომ ცოტა ფსიქიკურ აშლილობასთან გვაქვს საქმე. ანუ, რამდენიმე წუთით რუსთაველის გადაკეტვა რომ მათთვის უკვე მიღწევაა და რაღაც გამარჯვებას ამით ზეიმობენ - ეს ერთი მხრივ, სრულიად იმედგაცრუებული და სასოწარკვეთილი დაჯგუფების სახეს აძლევს მათ და მეორე მხრივ, ალბათ რაღაც ანგარიში აქვთ ჩასაბარებელი გზის გადაკეტვასთან დაკავშირებით. იმის მიუხედავად, რომ ყველა ნორმალურ ქვეყანაში ცენტრალური გზების და მაგისტრალების ასეთი ბლოკირება სასტიკად ისჯება, ჩვენს შემთხვევაშიც ადეკვატური რეაგირება მოვაყოლეთ. მათთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ დაფიქსირდნენ როგორც კანონდამრღვევები და ამის შესაბამისად დადგან სცენები, თითქოს ვინმეს გამოხატვის თავისუფლება ეზღუდებათ. როცა შენი გამოხატვის თავისუფლება სცდება ფარგლებს და გადადის ამ ქალაქისთვის დესტრუქციის და სხვა ადამიანების გადაადგილების შეზღუდვაში, ეს რა თქმა უნდა, ვერაფრით ვერ გაიყიდება, როგორც გამოხატვის თავისუფლება. მათ აქვთ ის შედეგი, რასაც ახლა უყურებთ. საკუთარი ეგოს და იმ დონორების დასაკმაყოფილებლად რამდენიმე წუთიანი რუსთაველის გადაკეტვა მათთვის უკვე ბედნიერების წინაპირობაა“, - განაცხადა წილოსანმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება