ზურაბ ცეცხლაძე - რუსთაველი რომ არ გადავკეტოთ, ჩვენს გაყრას დაიწყებენ ტროტუარიდანაც

ტროტუარზე დარჩენა არ შეიძლება, აუცილებლად უნდა გადაიკეტოს რუსთაველის გამზირი - რუსთაველი რომ არ გადავკეტოთ, ჩვენს გაყრას დაიწყებენ ტროტუარიდანაც, - ამის შესახებ მსჯავრდებულ ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

ზურაბ ცეცხლაძის თქმით, გზის გადაკეტვა აუცილებელია პროტესტის მუხტის შენარჩუნებისათვის.

„პროტესტი, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს, არის ისეთი პროტესტი, რომლის შეჩერებაც არ შეიძლება და არა მხოლოდ შეჩერება არ შეიძლება, ტროტუარზე დარჩენა არ შეიძლება. აუცილებლად, ყველა შემთხვევაში უნდა გადაიკეტოს რუსთაველის გამზირი.

ქუჩის გადაკეტვით რომ ხელისუფლება არ შეიცვლება, ისევე, როგორც რაღაც დეკლარაციის წაკითხვის შემდეგ ძალაუფლებას არ გადმოგვაბარებენ, ვიცით, ასეთი გულუბრყვილოც არ ვართ. ამას სხვა დატვირთვა აქვს. ჩვენ რუსთაველი რომ არ გადავკეტოთ, დარწმუნებული ვარ, რომ ნელ-ნელა რაღაც ნორმატიულ აქტებს მიიღებენ და შეგვზღუდავენ ტროტუარზეც, ჩვენ გაყრას დაიწყებენ ტროტუარიდანაც. ასევე, [გზის გადაკეტვა] აუცილებელია პროტესტის მუხტის შენარჩუნებისათვის და იმისათვის, რომ ლეგიტიმური უფლება გვქონდეს, მოვუწოდოთ საზოგადოებას, რომ გამოდით, ვიყოთ იმდენი, რაც რეალურად საჭიროა რუსთაველის გადაკეტვისთვის“, - განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ.

ზურაბ ცეცხლაძე აცხადებს, რომ აქციის მონაწილეების ძალიან დიდი ჯგუფი მზად არის, რომ ადმინისტრაციული პატიმრობის ეტაპი ყველამ გაიაროს.

„აუცილებელია საზოგადოებამ იცოდეს, რომ ციხის არავის ეშინია და ციხეში წასვლის გამო ამ დრაკონული კანონების მონური მორჩილებას არავინ აპირებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ვაჩვენეთ პირბადეების შემთხვევაშიც და საჯარიმო ოქმების შემთხვევაშიც. აღიარეს კიდეც, რომ არ იმუშავა და იმიტომაც ამკაცრებენ.

ადამიანთა ძალიან დიდი ჯგუფი, ვინც იქ ვართ, რომ პირველი ეტაპი, ადმინისტრაციული პატიმრობის, ყველამ გავიაროთ. თუ მობრუნდება მეორე ეტაპი, პირველი მე ვიქნები, თუ ამის საჭიროება იქნება, გადავალ და დავდგები. მოვემზადები წინასწარ ერთწლიანი პატიმრობისთვის“, - განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება