ჩეხეთში ანდრეი ბაბიშმა მემარჯვენე პარტიებთან კოალიციური მთავრობის შექმნაზე შეთანხმება გააფორმა

ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ანდრეი ბაბიშმა მემარჯვენე პარტიებთან კოალიციური მთავრობის შექმნის შესახებ შეთანხმება გააფორმა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ჩეხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ანდრეი ბაბიშის პარტია ANO კოალიციურ მთავრობას მემარჯვენე ევროსკეპტიკოს პარტიებთან „მოტორისტები თავისთვის“ და „თავისუფლება და პირდაპირი დემოკრატია“ ქმნის.

„ჩვენი ორიენტაცია ნათელია, მაგრამ იქ მხოლოდ დამსწრეებად არ ვიქნებით. ევროპულ საბჭოში, ასევე ნატო-ში, ჩვენი ინტერესებისთვის ვიბრძოლებთ“, - განაცხადა ბაბიშმა.

შეგახსენებთ, გასულ თვეში ჩატარებულ ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში ანდრეი ბაბიშის პარტია ANO-მ ამომრჩეველთა ხმების 34.5%-ით პირველი ადგილი დაიკავა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება