მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოსა და ჩინეთის პრემიერ-მინისტრებს შორის შეხვედრა იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა, ყველა მიმართულებით თანამშრომლობა განვიხილოთ ჩინეთთან, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია

ჩინეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჩინეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საუბარი შეეხება ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას.

„საქართველო არის საპატიო სტუმრის სტატუსით შანხაი ექსპოზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას.

რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრებს შორის შეხვედრა იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა, ყველა მიმართულებით თანამშრომლობა განვიხილოთ ჩინეთთან, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გლობალურ კონტექსტში სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობების გაძლიერებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით, როდესაც შუა დერეფანზე ვსაუბრობთ, როდესაც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დაკავშირებადობაზე ვსაუბრობთ. ჩინეთთან ამ კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენს თანამშრომლობასა და მუშაობას.

აქედან გამომდინარე, ეს ვიზიტი კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობა იქნება საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების, მათ შორის, ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ სასაუბროდ", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა, რომლის განცხადებასაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს