ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ინტერნეტში უნგრეთის 200 000 მოქალაქის პირადი მონაცემების გავრცელებაში უკრაინელი პირები იყვნენ ჩართული

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ინტერნეტში უნგრეთის 200 000 მოქალაქის პირადი მონაცემების გავრცელების უკან უკრაინა დგას.

„გუშინ ღამით უნგრეთში სერიოზული სკანდალი მოხდა: 200 000 მოქალაქის პერსონალური მონაცემები მათი თანხმობის გარეშე ონლაინში გავრცელდა“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

მისი თქმით, მონაცემები პიტერ მაგიარის ოპოზიციურმა პარტია, „ტიზამ“ შეაგროვა.

„დავადგინეთ, რომ მონაცემების დამუშავებაში უკრაინელი პირები იყვნენ ჩართულები. პერსონალური მონაცემების უკრაინისთვის გადაცემა ეროვნული უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს“, - აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ეროვნულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირებს გამოძიების დაწყება უბრძანა.

ცნობისთვის, ინტერნეტში უნგრეთის მოქალაქეების პირადი მონაცემების გაჟონვის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა მედიამ გუშინ საღამოს გაავრცელა.

პარტია „ტიზას“ ლიდერმა, პიტერ მაგიარმა განაცხადა, რომ მონაცემთა ბაზაზე კიბერშეტევა განხორციელდა „საერთაშორისო ქსელების მიერ, რომლებიც ორბანის მთავრობის ძალაუფლების შენარჩუნებით არიან დაინტერესებულები“.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი