უკრაინის თავდაცვის მინისტრი ნატო-ში აშშ-ის ელჩს შეხვდა

დენის შმიგალი ნატო-ში აშშ-ის ელჩს შეხვდა. ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრი ავრცელებს.

„მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა ნატო-ში აშშ-ის ელჩის, მეთიუ უიტაკერის ხელმძღვანელობით ნატო-ს დელეგაციასთან. ყურადღება გავამახვილეთ ინოვაციებსა და უკრაინის საჰაერო სივრცის დაცვაზე. შეხვედრის მთავარი თემა ზამთრისთვის უკრაინის საჭიროებები იყო“, - წერს დენის შმიგალი X-ზე.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„კოლეგებთან ხაზი გავუსვით საჰაერო თავდაცვის პრიორიტეტებს: თავდაცვის რაკეტებს, გამანადგურებელ დრონებსა და რადარებს“, - აცხადებს შმიგალი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს