აზა ჩილაჩავა - ხელისუფლებას ვეტყვი იმას, რომ არ ვემორჩილები მათ კანონს, მე არ მინდა რუსეთი - ხვალ რუსთაველზე ვიქნები, ისევ გადავკეტავ გზას, პირველი გადავალ!

ხელისუფლებას ვეტყვი იმას, რომ არ ვემორჩილები მათ კანონს. მე არ მინდა რუსეთი, - ამის შესახებ 71 წლის აქციის მონაწილე აზა ჩილაჩავამ ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ საქალაქო სასამართლოს ეზოში მედიასთან განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, ხვალაც აპირებს რუსთაველის გამზირზე გასვლას, მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად სისხლის სამართლის კოდექსით შეიძლება გასამართლდეს.

„რუსეთმა მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, მოგვიწყვეს გენოციდი. არ ვეთანხმები იმას, რომ ჩვენთან იყოს რუსეთი და ბობოქრობდნენ. მე ვიბრძვი, მე ხვალაც გამოვალ. ხვალაც გამოვალ, მეხვეწებიან - არაო.

არ შევუშინდები, მაინც გავაკეთებ ჩემსას. რომ იძახიან კანონიო, თვითონ ირგებენ ამ კანონებს.

მე არ დავემორჩილები. ვიცი, რომ ხვალ რომ გავალ, სისხლით გავსამართლდები. ვიყო, წავალ, დავჯდები.

დღეს ვერ გავალ რუსთაველზე, ხვალ ვიქნები! ისევ გადავკეტავ გზას, პირველი გადავალ!“, - განაცხადა აზა ჩილაჩავამ.

კითხვაზე, აგრძელებს თუ არა შიმშილობას, აზა ჩილაჩავა პასუხობს, რომ არა, მაგრამ თუკი ხვალ ისევ დააკავებენ, კვლავ დაიწყებს.

„ამჟამად არ ვაგრძელებ, მაგრამ ხვალ რომ მომიყვანენ, კი“,- აღნიშნა აზა ჩილაჩავამ.

მედიის რეპლიკაზე, შეიძლება 1 წლით გაუშვან ციხეში, 71 წლის აქტივისტი ასე პასუხობს: „ვიცი, მერე რა?!“.

აქციის მონაწილე, აზა ჩილაჩავა, რომელსაც "გზის გადაკეტვას" ედავებოდნენ, ერთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ, გათავისუფლდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს