რუსთაველის გამზირის ხელმეორედ გადაკეტვისთვის, სისხლის სამართლის წესით დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

რუსთაველის გამზირის ხელმეორედ გადაკეტვისთვის, სისხლის სამართლის წესით დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მენთეშაშვილს „გზის ხელოვნურად“ გადაკეტვას ედავებოდა.

შეკრების, ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევის ფაქტზე განმეორებით დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ცნობისთვის, პროკურატურამ ზურაბ მენთეშაშვილს წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც შეკრების, ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევას გულისხმობს. მენთეშაშვილი ანალოგიური ქმედებისთვის 2025 წლის 24 ოქტომბერს ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული, მას სახდელის სახით შვიდდღიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. შესაბამისად, ქმედების განმეორებით ჩადენის გამო, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსით დაიწყო გამოძიება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება