ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკომისიის გზავნილი ნათელია: უკრაინა წინსვლისთვის მზად არის

ვოლოდიმირ ზელენსკისთან კარგი საუბარი მქონდა, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.

„უკრაინა ამ ზამთარს მარტო არ შეხვდება. ევროკავშირი თქვენს გვერდით დგას და მომდევნო თვეების განმავლობაში უკრაინას ენერგეტიკის სფეროში მხარდაჭერას გაუწევს. ასევე, ვმუშაობთ უკრაინისთვის აუცილებელი ფინანსური დახმარების უზრუნველსაყოფად“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.

ასევე, ევროკომისიის პრეზიდენტმა გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ „ევროკომისიის გზავნილი ნათელია: უკრაინა წინსვლისთვის მზად არის“.

„ჩვენ ხვალ გაფართოების პაკეტს მივიღებთ, რომელიც დადებითად შეაფასებს გასული წლის განმავლობაში უკრაინის ერთგულებას მისი ევროპული გზის მიმართ“, - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს