მიხაილ მიშუსტინი და ლი ციანი - რუსეთი და ჩინეთი გააგრძელებენ თანამშრომლობის გაძლიერებას ყველა სფეროში და გარე გამოწვევებს შესაბამისად უპასუხებენ - ასევე, ყველა ღონეს იხმარენ სანქციების წინააღმდეგ ურთიერთდახმარებისთვის

რუსეთმა და ჩინეთმა პირობა დადეს, რომ ყველა ღონეს იხმარენ სანქციების წინააღმდეგ ბრძოლაში ურთიერთდახმარების უზრუნველსაყოფად, - ამის შესახებ აღნიშნულია რუსეთისა და ჩინეთის პრემიერ-მინისტრების, მიხაილ მიშუსტინისა და ლი ციანის 30-ე რეგულარული შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ კომუნიკეში.

დოკუმენტის თანახმად, რუსეთი და ჩინეთი: აპირებენ თანამშრომლობის გაძლიერებას BRICS-სა და „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ ფარგლებში, შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებში, რათა წინააღმდეგობა გაუწიონ მათი საქმიანობის პოლიტიზაციას.

ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთს მტკიცე ურთიერთდახმარებას გაუწევენ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც მათ ძირითად ინტერესებს ეხება.

დოკუმენტის თანახმად, მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა, ერთობლივად ებრძოლონ „მეორე მსოფლიო ომის შედეგების გადახედვასა და მისი ისტორიის გაყალბებას“.

კომუნიკეში ასევე აღნიშნულია, რომ მხარეები გააგრძელებენ თანამშრომლობის გაძლიერებას ყველა სფეროში და გარე გამოწვევებს შესაბამისად უპასუხებენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს