უკრაინის დაზვერვა - რუს ოკუპანტებთან სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს - პოკროვსკიში სპეცრაზმელების დამატებითი ძალები შევიდნენ

დონეცკის ოლქში პოკროვსკის დაცვა გრძელდება, დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების რაზმები აგრძელებენ ოპერაციას პოკროვსკში, რომელიც ფრონტის ხაზის ლოჯისტიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს პრესსამსახურმა განაცხადა.

„მიმდინარეობს სასტიკი ბრძოლები რუს ოკუპანტებთან. წარმატებული საჰაერო ოპერაციის შემდეგ, დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპეცრაზმელებს, რომლებმაც დაიკავეს განსაზღვრული პოზიციები და შექმნეს სახმელეთო დერეფანი, სპეცდანიშნულების რაზმების დამატებითი ძალები შეუერთდნენ. მიმდინარეობს საბრძოლო ოპერაციები, რომლებიც მიზნად ისახავს მტრის მცდელობების აღმოფხვრას, გააძლიერონ საცეცხლე ძალა ლოჯისტიკაზე დაზვერვის მთავარი სამმართველოს პასუხისმგებლობის ზონაში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დაზვერვის მთავარ სამმართველოში აცხადებენ, რომ ჩართული პერსონალის უსაფრთხოების მიზნით, ოპერაციების დეტალები ამ დროისთვის არ ხმაურდება.

უწყება პოკროვსკიში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციების კადრებსაც ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს