ტერაბანკისა და პლატფორმა SaaSargeblo.ge-ს ორგანიზებით ბიზნესებისთვის ციფრული ტრანსფორმაციის ტრენინგი ჩატარდა

31 ოქტომბერს სასტუმრო Swissotel Tbilisi-ში ტერაბანკისა და SaaSargeblo.ge-ს ორგანიზებით SME მეწარმეებისთვის ციფრული ტრანსფორმაციის ტრენინგი გაიმართა.

ღონისძიება მიზნად ისახავდა მეწარმეებისთვის თანამედროვე შესაძლებლობებისა და პრაქტიკული ინსტრუმენტების გაცნობას, რომლებიც დაეხმარება მათ ბიზნეს პროცესების გამარტივებასა და გაციფრულებაში.

შეხვედრის ფარგლებში მოწვეულმა სპიკერებმა განიხილეს ციფრული ტრანსფორმაციის თანამედროვე მიმართულებები, ელექტრონული გადახდების სისტემა და მიმდინარე ინოვაციები, ხელოვნური ინტელექტის როლი ტექნოლოგიებსა და ბიზნესის განვითარებაში.

დამსწრეებმა მიიღეს მნიშვნელოვანი პრაქტიკული რეკომენდაციები და გზამკვლევი იმ ინსტრუმენტებზე, რომლებიც ხელს უწყობს ოპერაციების ეფექტურ მართვას, ონლაინ გაყიდვების ზრდას და ინოვაციური გადაწყვეტების ინტეგრაციას ბიზნეს საქმიანობაში.

ტერაბანკი აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას, მათთვის საჭირო ცოდნის, ფინანსური რესურსებისა და ინოვაციური პლატფორმების შეთავაზებით, რათა წვლილი შეიტანოს ქვეყნის ბიზნეს ეკოსისტემის განვითარებაში.

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება