კომაროვის სკოლისა და „საქართველოს ბანკის“ პროექტ STEM სკოლაში მეექვსე ნაკადის მიღებაზე 1500-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა

კომაროვის სკოლისა და „საქართველოს ბანკის“ პროექტ STEM სკოლაში, მეექვსე ნაკადის, 2025 წლის შემოდგომის მიღებაზე, განაცხადების რეკორდული რაოდენობა შემოვიდა. ახალ ნაკადზე 1500-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა.

მისაღები გამოცდის შედეგების საფუძველზე STEM სკოლაში, პირველ მოდულზე 250 მოსწავლე ჩაირიცხა. საუკეთესო შედეგის მქონე 30 მოსწავლემ საქართველოს ბანკის 100%-იანი სტიპენდია მოიპოვა, ხოლო ნაწილობრივი, 50%-ანი დაფინანსება კი 15-მა მოსწავლემ მიიღო.

მეტი ინფორმაცია STEM სკოლის შესახებ ხელმისაწვდომია ბმულზე

შეგახსენებთ, საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში VII-XI კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, STEM სკოლის ერთწლიან პროგრამის გავლისას მიიღონ როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული ცოდნა მეცნიერების, მათემატიკის, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებით და დაეუფლონ ყველაზე მოთხოვნად - მომავლის პროფესიების საფუძვლებს.

პროექტის ფარგლებში, სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს, რაც შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, გაკვეთილებს ნებისმიერი ლოკაციიდან დაესწრონ.

ამასთან, განათლებაზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გასაზრდელად, საქართველოს ბანკი ყოველწლიურად 90 მოსწავლეს უფინანსებს სწავლას- მათგან 60 უმაღლესი ქულის მქონე ახალგაზრდა სწავლის 100%-იან დაფინანსებას, 30 მათგანი კი 50%-იან გრანტს იღებს.

საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში სწავლის სურვილი 7000-ზე მეტმა მოსწავლემ გამოთქვა, სკოლას უკვე 1500-ზე მეტი მოსწავლე ჰყავს, რომელთაგან 300 საქართველოს ბანკის სტიპენდიატი გახდა.

ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდია ადგილობრივ უნივერსიტეტებში; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკებისაქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება