„მწვანე სკოლის“ მოსწავლეები სემეკში დამონტაჟებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ფუნქციონირებას გაეცნენ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ „მწვანე სკოლის“ მოსწავლეებს კომისიაში უმასპინძლა და მათ ელექტროენერგიის წარმოებაში განახლებადი ენერგიების მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სემეკის თავმჯდომარემ მოსწავლეებს დაათვალიერებინა კომისიაში დამონტაჟებული მზის მიკროელექტროსადგური და მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ელექტროსადგურის მუშაობის სპეციფიკის შესახებ.

„სემეკი ყოველთვის მასპინძლობს ენერგეტიკის საკითხებით დაინტერესებულ მოსწავლეებს, სტუდენტებს. ჩვენი მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიეწოდოთ მოსწავლეებს ენერგეტიკის შესახებ, რათა მათ შეძლონ პროფესიის სწორად არჩევა. განახლებადი ენერგია მწვანე ეკონომიკის ფუნდამენტს წარმოადგენს. თავის მხრივ, მწვანე ეკონომიკა არის ეკონომიკური განვითარების ის მოდელი, რომელიც დამყარებულია მდგრად განვითარებაზე და ეკოლოგიური ეკონომიკის ცოდნაზე. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი თაობის ინფორმირება და მათი ცოდნის დონის ამაღლება აღნიშნულ საკითხებზე“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ამასთან, აღნიშნულია რომ სემეკში მოსწავლეების ვიზიტი, „მწვანე სკოლის“ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების პროფესიული ორიენტირების პროექტის ფარგლებში, კომპანია „გრინ ენერჯის“ ორგანიზებით განხორციელდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს