„დროას" წევრის, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ თათა ფერაძის სასამართლო პროცესი გადაიდო

„დროას" წევრის, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ თათა ფერაძის სასამართლო პროცესი გადაიდო.

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ შსს-ს იმ ვიდეო მტკიცებულების წარმოდგენა დაავალა, სადაც ჩანს, თუ როგორ კეტავს ფერაძე გზის სავალ ნაწილს.

დღევანდელ სხდომაზე შსს-ს წარმომადგენელი აცხადებდა, რომ დამატებითი ვიდეომტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი არ იყო.

ადვოკატმა თეონა ზაქარაშვილმა კი განაცხადა, რომ წარმოდგენილი ვიდეომასალის რაკურსი შეცდომაში შემყვანია, სადაც თათა ფერაძის გამოსახულება ნაწილობრივ ჩანს. ადვოკატის თქმით, მასალის ამოღება სხვა კამერებიდანაც უნდა მოხდეს.

„25 ოქტომბერს, 21:00 საათზე მივედი, მეჭირა დროშა, ვიდექი ნაპირზე, ვმღეროდი ჰიმნს და არც ერთ მომენტში არ გადამიკვეთავს გზის სავალი ნაწილი, განა იმიტომ რომ დაკავების მეშინია, უბრალოდ მეორე დღეს იზოლატორებში უნდა მივსულიყავი და დაკავებულებისთვის საკვები მიმეტანა“, - განაცხადა თავად თათა ფერაძემ.

თათა ფერაძეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას ედავებიან, რაც გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას გულისხმობს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი