მარტა კოსი - საქართველოს ხელისუფლებავ, თქვენ არ მიგყავთ თქვენი ხალხი ევროკავშირისკენ - მოუსმინეთ თქვენს ხალხს და შეწყვიტეთ ოპოზიციონერი ლიდერების, ჟურნალისტების ციხეში ჩასმა, ამის შემდეგ შეგვიძლია ვილაპარაკოთ

საქართველოს ხელისუფლებავ - თქვენ არ მიგყავთ თქვენი ხალხი ევროკავშირისკენ, თქვენ მიგყავთ თქვენი ხალხი ევროკავშირისგან შორს. თუ სერიოზულად უდგებით ევროკავშირის საკითხს, მაშინ მოუსმინეთ თქვენს ხალხს და შეწყვიტეთ ოპოზიციონერი ლიდერების, ჟურნალისტების, ადამიანების, რომლებიც თქვენგან განსხვავებულად ფიქრობენ, ციხეში ჩასმა. ამის შემდეგ შეგვიძლია ვილაპარაკოთ, - ამის შესახებ ევროკომისარმა მარტა კოსმა ბრიფინგზე საქართველოსთან დაკავშირებით „ევროსკოპის“ რედაქტორის თამარ ნუცუბიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, აღნიშნული შეფასების შემდეგ, უნდა ველოდოთ თუ არა საქართველოსთან მათ შორის მმართველ პარტიასთან მიმართებით დამატებით ზომებს.

მან ამასთან აღნიშნა, რომ ნოემბერში ვიზის შეჩერების ახალი მექანიზმი ექნებათ, რაც საქართველოსთან მიმართებით შემდგომი ნაბიჯების გადადგმას გახდის შესაძლებელს.

„კონკრეტული ზომები, რა თქმა უნდა, წევრი ქვეყნების ხელშია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ნოემბერში ჩვენ მივიღებთ ვიზის შეჩერების ახალ მექანიზმს, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ მომავალი ნაბიჯები გადავდგათ. ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი მაქვს საქართველოს მოსახლეობისთვის - განსაკუთრებით იმიტომ, რომ ხელისუფლება ეუბნება მოქალაქეებს, რომ მათ მიჰყავთ საქართველო ევროკავშირისკენ. საქართველოს ხელისუფლებავ - თქვენ არ მოგყავთ თქვენი ხალხი ევროკავშირისკენ, თქვენ მიგყავთ თქვენი ხალხი ევროკავშირისგან შორს. თუ სერიოზულად უდგებით ევროკავშირის საკითხს, მაშინ მოუსმინეთ თქვენს ხალხს და შეწყვიტეთ ოპოზიციონერი ლიდერების, ჟურნალისტების, ადამიანების, რომლებიც თქვენგან განსხვავებულად ფიქრობენ, ციხეში ჩასმა. ამის შემდეგ შეგვიძლია ვილაპარაკოთ“, - განაცხადა მარტა კოსმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს