ევროკავშირის გაფართოების ანგარიში - საქართველოში ძლიერი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რასაც ხელი შეუწყო კერძო და სახელმწიფო მოხმარებამ, ტურიზმის აღდგენით გამოწვეულმა სარგებელმა, რუსეთიდან მიგრანტებმა და ზოგიერთი სერვისისა და სავაჭრო მარშრუტის გადატანამ

საქართველომ ფუნქციონირებადი საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბების მხრივ მცირე პროგრესს მიაღწია, - ამის შესახებ საქართველოს შესახებ ევროკავშირის 2025 წლის გაფართოების ანგარიშშია ნათქვამი.

„საქართველო საშუალოდ მომზადებულია და ფუნქციონირებადი საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბების მხრივ მცირე პროგრესს მიაღწია. ხელისუფლების მოქმედებების კურსმა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებამ ბიზნესისთვის გაურკვევლობა შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ ზრდა კვლავ ძლიერი დარჩა, არსებობს რისკები, რომლებიც პოლიტიკურ არასტაბილურობასა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომს უკავშირდება. მაკროეკონომიკური პოლიტიკა სათანადო იყო. მიუხედავად, შრომის ბაზარზე მდგომაროების გაუმჯობესებისა, სტრუქტურული სისუსტეები კვლავ გამოსასწორებელია“, - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, „საქართველოში ძლიერი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა“.

„ზრდას ხელი შეუწყო კერძო და სახელმწიფო მოხმარებამ, ასევე ტურიზმის აღდგენით გამოწვეულმა სარგებელმა, რუსეთიდან მაღალკვალიფიციურმა მიგრანტებმა და უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი აგრესიის შემდეგ რუსეთიდან ზოგიერთი სერვისისა და სავაჭრო მარშრუტის გადატანამ. 2024 წელს მშპ-ს ზრდამ 9.4%-ს მიაღწია“, - აღნიშნულია ანგარიშში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს