ჟურნალისტ ნინია კაკაბაძის სასამართლო პროცესი 12 ნოემბრისთვის გადაიდო

საქალაქო სასამართლოში გზის გადაკეტვის საბაბით დაკავებული ჟურნალისტის, ნინია კაკაბაძის პროცესი მიმდინარეობდა, მოსამართლე კობა ჩაგუნავამ, საქმის განხილვა, 12 ნოემბრისთვის გადადო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ჟურნალისტს, 3 ნოემბერს, "გზის ხელოვნურად" გადაკეტვას ედავებოდა.

როგორც სხდომაზე შსს-ს წარმომადგენელმა, ბუბა ნაჭყებიამ აღნიშნა, ნინია კაკაბაძე იმყოფებოდა აქციის მონაწილეებთან ერთად გზის სავალ ნაწილზე. მას შემდეგ, რაც პატრულ-ინსპექტორებმა დაიწყეს ღონისძიება, რომ აღედგინათ მოძრაობა, კაკაბაძე ისევ დარჩა გზის სავალ ნაწილზე.

პროცესზე თავად ნინია კაკაბაძემაც ისარგებლა სიტყვის უფლებით და აღნიშნა, რომ რუსთაველის გამზირზე პოლიციას არ დაუკავებია, რისი დამადასტურებელი კადრებიც არსებობს.

„ძალიან მაინტერესებს, პირველად როცა დამაჯარიმეს, გავასაჩივრე და დააკმაყოფილეს, ეხებოდა 3 მარტის ე.წ. სამართალდარღვევას, თითქოს გადავკეტე გზა. იმავენაირად ვმუშაობდი, როგორც გუშინ. შეგიძლიათ მითხრათ, რა სხვაობა იყო 3 აპრილსა და 3 ნოემბერს ჩემს მუშაობაში?! როცა ასეთ საქმეებს კერავთ, პატივი გვეცით და მეტად მოემზადეთ!

რუსთაველზე მე არ დავუკავებივარ პოლიციას. ამის კადრები არსებობს საბედნიეროდ. მოდის პოლიცია და მეც, დანარჩენ ხალხთან ერთად, უკან-უკან მოვდივარ, თან ვიღებ. მესმის, რომ ჩვენ პატივს არ გვცემენ, რომ მოიძიონ მტკიცებულებები, მაგრამ საკუთარ თავს მაინც სცენ პატივი", - აღნიშნა კაკაბაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი