გია ჯაფარიძე - „ქართული ოცნება“ ასამარებს ქართველი ხალხის მრავალწლიან ბრძოლას, რომ გახდეს დაცულობის, კეთილდღეობის, განვითარების სივრცის ნაწილი, რომელსაც ჰქვია ევროკავშირი - ყველა ჩვენს ხელთ არსებული საშუალებებით უნდა შევეწინააღმდეგოთ ამ მცდელობას

„ქართული ოცნება“ ასამარებს ქართველი ხალხის მრავალწლიან ბრძოლას, რომ გახდეს დაცულობის, კეთილდღეობის, განვითარების სივრცის ნაწილი, რომელსაც ჰქვია ევროკავშირი, - ამის შესახებ დიპლომატმა გია ჯაფარიძემ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ ოფისში დიპლომატების მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც ევროკომისიის მიერ დღეს წარმოდგენილ გაფართოების ანგარიშს ეხმაურება.

გია ჯაფარიძის თქმით, პროტესტი უნდა გაგრძელდეს და ხელთ არსებული ყველა საშუალებები უნდა იქნას გამოყენებული პროცესის შესაჩერებლად.

„ჩვენ ყველამ მოვისმინეთ ევროკომისიის წარმომადგენლების განცხადებები, ასევე საქართველოში ევროპის კავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის შეფასებები. საქართველო მხოლოდ ფორმალურად რჩება კანდიდატ სახელმწიფოდ. როგორც არასდროს ევროკავშირი იყო ძალიან ცალსახა, მკაფიო და ზუსტი თავის შეფასებებში. ამ კატასტროფაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“ და მის ხელმძღვანელს, ივანიშვილს.

„ქართული ოცნება“ ასამარებს ქართველი ხალხის მრავალწლიან ბრძოლას, რომ გახდეს დაცულობის, კეთილდღეობის, განვითარების სივრცის ნაწილი, რომელსაც ჰქვია ევროკავშირი. „ქართული ოცნება“ კლავს საქართველოს მომავალს, ებრძვის საქართველოს თავისუფლებას.

ჩვენ ყველა ჩვენს ხელთ არსებული საშუალებებით უნდა შევეწინააღმდეგოთ ამ მცდელობას, საქართველო უნდა დავაბრუნოთ ევროპულ გზაზე. ჩვენი პროტესტი უნდა გაგრძელდეს ჩვენი უწყვეტი პროტესტი უნდა იყოს არა მხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს ყველა ქალაქში, ყველა სოფელში, ყველა კუთხეში. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი მომავალი, ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი თავისუფლება“, - განაცხადა გია ჯაფარიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება