მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოსა და ჩინეთის პრემიერებს შორის შეხვედრაზე მთავარი აქცენტები გაკეთდა სხვადასხვა მიმართულებით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაძლიერებაზე

საქართველოსა და ჩინეთის პრემიერებს შორის შეხვედრის ფარგლებში მთავარი აქცენტები გაკეთდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაძლიერებაზე სხვადასხვა მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სავაჭრო მიმართულებით საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების პოტენციალის უკეთ გამოყენებაზე.

„ჩვენ შეხვედრის ფარგლებში ხელი მოვაწერეთ რამდენიმე შეთანხმებას, რომელიც მიმართული იქნება ქართული პროდუქციის ჩინურ ბაზარზე უკეთ წარმოდგენისთვის, რაც კიდევ უფრო გაზრდის სავაჭრო ურთიერთობებს ჩინეთთან. ასევე საუბარი შეეხო სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობას, განსაკუთრებით ტექნოლოგიების სფეროში, რაც მნიშვნელოვანია სწორედ იმ წარმატებებიდან გამომდინარე, რაც ჩინეთს აქვს ამ მიმართულებით იმისათვის, რომ უკეთ გამოვიყენოთ ის შესაძლებლობები, რაც არსებობს ჩინეთთან ურთიერთობაში", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!