ევროკავშირის გაფართოების ანგარიში - უკვე მეორე წელია გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით უკუსვლა შეინიშნება - ცნობები ვრცელდებოდა ჟურნალისტებისა და მედიის თანამშრომლების წინააღმდეგ დაშინების, მუქარის, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტების შესახებ

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები, უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი გამოხატვის თავისუფლებასა და მედიის თავისუფლად მუშაობაზე უარყოფითად მოქმედებს, - ნათქვამია საქართველოს შესახებ ევროკავშირის 2025 წლის გაფართოების ანგარიშში.

„უკვე მეორე წელია გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით უკუსვლა შეინიშნება. ახალი კანონმდებლობა, მათ შორის „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები, უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი გამოხატვის თავისუფლებასა და მედიის თავისუფლად მუშაობაზე უარყოფითად მოქმედებს. ცნობები ვრცელდებოდა ჟურნალისტებისა და მედიის თანამშრომლების წინააღმდეგ დაშინების, მუქარის, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტების შესახებ“, - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, საქართველოში „ადამიანის ფუნდამენტური უფლებები მნიშვნელოვნად იზღუდება“.

„ადამიანის უფლებებს ძირს უთხრის ახალი რეპრესიული კანონები, რომლებიც ფუნდამენტურ უფლებებს არღვევს, მათ შორის, თანასწორობის, გამოხატვის, შეკრების, ოჯახური ცხოვრების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებებს. ვრცელდებოდა ცნობები საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ არასათანადო მოპყრობის შესახებ. უსაფუძვლოდ დაკავების შემთხვევები, წინასწარი პატიმრობის ხშირი გამოყენება, დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ არაპროპორციული სასჯელის გამოყენება სამართლიანი სასამართლოს უფლების შესახებ შეშფოთებას იწვევს“, - აღნიშნულია ანგარიშში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება