ბადრი ჯაფარიძე - ქუჩაში მიმდინარეობს მშვიდობიანი პროტესტი, ეს არ არის პოლიტიკური პროცესი, პოლიტიკური პროცესია ის, რომელიც შეიძლება გააჩაღო საკრებულოში ან პარლამენტში, სადაც არ შევედით - გაერთიანებას კი არავისთან განვიხილავთ

ქუჩაში მიმდინარეობს მშვიდობიანი პროტესტი, ეს არ არის პოლიტიკური პროცესი, პოლიტიკური პროცესი სულ სხვა რამეა - პოლიტიკური პროცესია ის, რომელიც შეიძლება გააჩაღო საკრებულოში ან პარლამენტში,სადაც არ შევედით - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, პოლიტიკოსების მხოლოდ და მხოლოდ ქუჩის პროტესტის წვერებად წარმოჩენა, არის მინიმუმ გაუთვითცნობიერებლობა იმისა, რას უნდა აკეთებდეს პოლიტიკოსი.

„პარტიის ძირითადი ფუნქცია არის ის, რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა და შეცვალოს ხელისუფლება. პარტიის ძირითადი საქმიანობა ვერ იქნება ქუჩის პროტესტი იმიტომ, რომ ეს არის ზოგადად საზოგადოების აქტივობა. პარტია სხვა რამეს გულისხმობს და სწორედ ამ საქმიანობით ვართ დაკავებული, სწორედ ამიტომ მივიღეთ მონაწილეობა მუნიციპალურ არჩევნებში. ჩვენ ვახორციელებთ იმას, რაც ევალება პოლიტიკურ პარტიას.

რაც შეეხება მშვიდობიან პროტესტს, ეს, რა თქმა უნდა, არის საზოგადოების პროტესტის გამოხატულება და ეს აუცილებელია, რომ გაგრძელდეს ეს მშვიდობიანი პროტესტიო, შეუგუებლობა იმ უმსგავსობისადმი, რაც ხდება. აუცილებელია, რომ წინააღმდეგობა და შეუგუებლობა იყოს მრავალფეროვანი, უნდა იყოს გამოყენებული ყველა შესაძლო ინსტრუმენტი, წინააღმდეგობის ყველა შესაძლო ველი. ჩვენ ამით ვართ დაკავებული, მაგალითად საკრებულოებში კორუფციული გარიგებების მუდმივი მხილება.

ქუჩაში მიმდინარეობს მშვიდობიანი პროტესტი, ეს არ არის პოლიტიკური პროცესი. პოლიტიკური პროცესი სულ სხვა რამეა. პოლიტიკური პროცესი შეიძლება იყოს წინასაარჩევნო პერიოდში, პოლიტიკური პროცესი შეიძლება გააჩაღო პარლამენტში, სადაც არ შევედით. პოლიტიკური პროცესია ის, რომელიც შეიძლება გააჩაღო საკრებულოში ან პარლამენტში. ეს არის მშვიდობიანი პროტესტი და აქ საუბარია იმაზე, რომ საზოგადოება არ ეგუება ბრუტალურ ზომებს ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ ეს არ არის პოლიტიკური პროცესი. პოლიტიკური მოთხოვნები შეიძლება ჰქონდეს ქუჩის პროტესტს, მაგრამ პოლიტიკური პროცესი სულ სხვა რამეა, პოლიტიკური პროცესი ქუჩაში არ მიმდინარეობს, პოლიტიკური პროცესი შეიძლება განვითარდეს ინსტიტუციებში.

ქუჩის პროტესტი საზოგადოების წინააღმდეგობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და ვერ გახდება ერთადერთ საშუალებად იმისათვის, რომ მიღწეულ იქნას ხელისუფლების ცვლილება, მაგრამ უმნიშვნელოვანესია. ამიტომ მოვუწოდებდით ჩვენს კოლეგებს, რომ გამოვიყენოთ ნებისმიერი შესაძლებლობა, მაგალითად მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ არ შევაჩეროთ, მხარი დავუჭიროთ ქუჩის პროტესტს, მაგრამ ქუჩის პროტესტს დავარქვათ ძირითადი პოლიტიკური პროცესი, ეს არის ფუნდამენტური შეცდომა. ეს არის წინააღმდეგობა, რომელიც აუცილებელია, მაგრამ პოლიტიკური პროცესი არის სხვა რამე. პოლიტიკოსების მხოლოდ და მხოლოდ ქუჩის პროტესტის წვერებად წარმოჩენა, ეს არის მინიმუმ გაუთვითცნობიერებლობა, რას უნდა აკეთებდეს პოლიტიკოსი. მე წარმატებას ვუსურვებ ჩემს კოლეგებს, სიამოვნებით დაველოდები როგორ წარმატებებს მიაღწევენ თავიანთი ამომრჩევლების მობილიზებას“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

კითხვაზე, განიხილავს თუ არა „ლელო“ სხვა ოპოზიციურ ძალებთან გაერთიანების შესაძლებლობას, ბადრი ჯაფარიძე პასუხობს: „თუ ვინმე ფიქრობს, გააერთიანოს თავისი ძალისხმევა, ყველას მივესალმები, მაგრამ ჩვენ ამ წუთას არანაირ გაერთიანებას არავისთან არ განვიხილავთ“.

„ფსევდო-გაერთიანებების მე არ მჯერა. ვინც თავის თავს პროევროპულ ძალას უწოდებს, ყველას გვაქვს ერთი ამოცანა, რომ ქვეყანა გადავარჩინოთ დიქტატურისგან და დავაბრუნოთ ევროკავშირში გაერთიანების გზაზე. ეს არის საერთო მიზანი და დანარჩენი, რაღაც გაუგებარი გაერთიანებები ჩვენთვის გაუგებრად რჩება. არანაირი საჭიროება არ არის პარტიების ორგანიზაციული გაერთიანების იმისათვის, რომ ქვეყანაში ვიბრძოლოთ დიქტატურის წინააღმდეგ“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო