„ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდასაჭერად - კომპანია გურიისა და რაჭის 4 სკოლას საჩუქრებს გადასცემს

„ნიკორა ჯგუფი“ უკვე რამდენიმე წელია, განათლების მხარდაჭერისა და ახალგაზრდა თაობაზე ზრუნვის ფარგლებში, სკოლებს კომპიუტერებითა და სხვა საჭირო ინვენტარით ეხმარება. მიმდინარე თვეში კომპანია გურიისა და რაჭის სოფლების საჯარო სკოლებს გადასცემს საჩუქრებს.

ინიციატივის ფარგლებში, სკოლებს, ტრადიციულად, პერსონალური კომპიუტერები და სკოლების ბიბლიოთეკისთვის განკუთვნილი საკითხავი ლიტერატურა გადაეცემათ. ასევე, თითოეულ მოსწავლეს დაურიგდება ინდივიდუალური საკანცელარიო ნივთები.

როგორც „ნიკორა ჯგუფში“ განმარტავენ, სკოლების შესარჩევად განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობენ და სწორედ მათი დახმარებით დგება იმ სკოლების სია, რომლებსაც თანადგომა სჭირდებათ. ამჯერად შემდეგ სკოლებს ეხმარებიან:

  • ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სურების საჯარო სკოლა
  • ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ვანის საჯარო სკოლა
  • ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ველევის საჯარო სკოლა
  • ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მელეს საჯარო სკოლა

„განათლების მხარდაჭერა „ნიკორა ჯგუფის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს ჩვენი წილი სოციალური პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე. კარგად გვესმის იმ გამოწვევების, რომელიც საზოგადოებას აქვს ამ მიმართულებით და განსაკუთრებით მთის რეგიონალურ სკოლებს. რეგიონალური სკოლები ნამდვილად საჭიროებენ თანადგომას. ჩვენი მიზანია, მთის რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ლიტერატურაზე ჰქონდეთ წვდომა. მათი განათლების მიღების შესაძლებლობები არ უნდა ჩამორჩებოდეს ქალაქში მცხოვრები მოსწავლეების შესაძლებლობებს. ამიტომ „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდამჭერი“ პროექტის ფარგლებში, ვახორციელებთ მთის რეგიონალური სკოლების დახმარების პროგრამას, რაც ვფიქრობთ, მომავალ თაობას უკეთესი მომავლის შექმნაში ეხმარება,“ - აცხადებენ კომპანიაში.

შეგახსენებთ, რომ პროექტი 2022 წლიდან ხორციელდება და „ნიკორა ჯგუფი“ მის გაგრძელებას სამომავლოდაც აპირებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება