პოეტ პაატა შამუგიას ადვოკატი - აღიარებს იმას, რომ ნამდვილად გადავიდა გზის სავალ ნაწილზე, ეს იყო მისი პროტესტი, რომლის გამოხატვაც ამ ფორმით უნდოდა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების ნაწილი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში არიან გადაყვანილი.

მათგან ერთ-ერთი, პოეტი პაატა შამუგია გამთენიისას მისმა ადვოკატმა, ვიქტორ კვიტატიანმა მოინახულა.

დაკავებულების მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე სასამართლოში დღეს იმსჯელებენ.

„პაატა შამუგია გამთენიისას მოვინახულე, ის დიღმის იზოლატორშია გადაყვანილი, სადაც 03:00 საათზე შეასახლეს. სტანდარტულად, რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვას ედავებიან, რომელიც 15 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს. პაატა შამუგია ცალსახად აღიარებს იმას, რომ ნამდვილად გადავიდა გზის სავალ ნაწილზე, ეს იყო მისი პროტესტი, რომლის გამოხატვაც ამ ფორმით უნდოდა, შესაბამისად, ის ამ ფაქტს სამართალდარღვევად არ მიიჩნევს და თვლის, რომ კონსტიტუციურ ფარგლებში გამოხატა მისი პროტესტი. ის არ ამბობს, რომ ეს ქმედება არ ჩაუდენია, პირიქით, ამბობს, დიახ, გადავედი, ეს იყო ჩემი პროტესტიო“, - აცხადებს კვიტატიანი.

პაატა შამუგია წუხელ, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ დააკავეს.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!