ნიუ-იორკის მერის არჩევნებში გამარჯვებული ზოჰრან მამდანი - თუ ვინმეს შეუძლია დონალდ ტრამპის მიერ ნაღალატებ ერს აჩვენოს, როგორ დაამარცხოს იგი, ეს არის ქალაქი, რომელმაც ის წარმოშვა

პოლიტიკური სიბნელის ამ მომენტში ნიუ-იორკი იქნება სინათლე, - ამის შესახებ ნიუ-იორკის მერის არჩევნებში გამარჯვებულმა ზოჰრან მამდანიმ განაცხადა.

„რაც თავი გვახსოვს, ნიუ-იორკის მშრომელ ხალხს მდიდრები და კარგი კავშირების მქონე ადამიანები ეუბნებოდნენ, რომ ძალაუფლება მათ ხელში არ უნდა იყოს. ბოლო 12 თვის განმავლობაში, თქვენ გაბედეთ, რომ რაღაც უფრო დიდისთვის მიგეღწიათ. დღეს, ყველა დაბრკოლების მიუხედავად, ჩვენ ეს მოვიპოვეთ, მომავალი ჩვენს ხელშია“, - აღნიშნა მამდანიმ, რომელიც თავის თავს „დემოკრატ სოციალისტს“ უწოდებს.

მან სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გააკრიტიკა.

„თუ ვინმეს შეუძლია დონალდ ტრამპის მიერ ნაღალატებ ერს აჩვენოს, თუ როგორ დაამარცხოს იგი, ეს არის ქალაქი, რომელმაც ის წარმოშვა. თუ არსებობს დესპოტის შეშინების რაიმე გზა, ეს არის იმ პირობების მოშლა, რამაც მას ძალაუფლების მოპოვების საშუალება მისცა. დონალდ ტრამპ, რადგან ვიცი, რომ გვიყურებთ, ოთხი სიტყვა მაქვს თქვენთვის: ტელევიზორის ხმას უფრო აუწიეთ. იმისათვის, რომ რომელიმე ჩვენგანამდე მიხვიდეთ, ყველა ჩვენგანის გავლა მოგიწევთ“, - აღნიშნა ნიუ-იორკის მომავალმა მერმა.

არჩევნებამდე დონალდ ტრამპი დაიმუქრა, რომ ნიუ-იორკს ფედერალურ დაფინანსებას შეუჩერებდა, თუ სოციალ-დემოკრატ მამდანს აირჩევდნენ.

„თუ ნიუ-იორკს კომუნისტი მართავს, თქვენ უბრალოდ ფლანგავთ იმ ფულს, რასაც უგზავნით“, - განაცხადა ტრამპმა კვირას CBS-თან ინტერვიუში.

ცნობისთვის, საარჩევნო კამპანიის დროს მამდანიმ პირობა დადო, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ბავშვებზე ზრუნვის უნივერსალურ პირობებს შექმნიდა, სუბსიდირებულ საცხოვრებლებში ქირის გადასახადს გაყინავდა, უფასო საზოგადოებრივ ავტობუსებისა და ქალაქის მიერ მართულ სასურსათო მაღაზიების ფუნქციონირებას უზრუნველყოფდა. მისი თქმით, აღნიშნული გეგმის განსახორციელებლად საჭირო თანხა დაიფარება მილიონერებისა და კორპორაციების ახალი გადასახადებით, რაც 9 მილიარდ დოლარს მოიზიდავს.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია