SOLO-მ გია ყანჩელის კომპოზიცია - „ყვითელი ფოთლების“ ინსპირაციით, საშემოდგომო ვიტრინები შექმნა

ფერადი შემოდგომა კარს მოგვადგა და SOLO-მაც, TRICOLOR Studio-სთან ერთად, ამ სეზონის შესაფერისი, უნიკალური SOLO ვიტრინები შექმნა. ვიტრინები გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის დაუვიწყარი კომპოზიციის - „ყვითელი ფოთლების“ ინსპირაციით შეიქმნა. SOLO ვიტრინებზე თბილისური შემოდგომაა გამოსახული - საშემოდგომო ხეებით, ყვითელი ფოთლებით აჭრელებული ქუჩებითა და ქარს აყოლილი მოცეკვავე ფოთლებით.

„SOLO ყოველთვის იყო ქართული ხელოვნების, შემოქმედებისა და ნიჭის, ქართული უნიკალური მემკვიდრეობის მხარდამჭერი. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, გია ყანჩელის ოჯახის თანხმობით და „ყვითელი ფოთლების“ ინსპირაციით, შეგვექმნა ეს ულამაზესი და გამორჩეული ვიტრინები, სადაც თითოეული ფოთოლი ხელით არის დამზადებული. SOLO-ს ასევე ერგო პატივი და გია ყანჩელის უკვდავი კომპოზიცია SOLO-ს ლაუნჯებში გაისმება“, - განაცხადა SOLO-ს ბრენდ მენეჯერმა ლიზა ქისტაურმა.

„ჩვენი მიზანი იყო, რომ კიდევ ერთხელ, ამჯერად SOLO ლაუნჯებში გაგვეცოცხლებინა გია ყანჩელის მემკვიდრეობა,“ - დასძენს ლიზა ქისტაური.

„ჩვენი შემოდგომის ვიტრინების თემა გია ყანჩელის „ყვითელი ფოთლებია“. ვიტირნებში მოთავსებულ დიდი ზომის თითოეულ ტოტზე და ღეროზე ათასობით ყვითელი ფოთოლი სათითაოდ, ხელით დამაგრდა. ფოთლების ნაწილი მსუბუქად მოძრაობს ჰაერის ნაკადის მეშვეობით, სპეციალურად დამონტაჟებული მექანიზმების დახმარებით. ფოთლების რხევა შემოდგომის ნიავის შეგრძნებას გვაძლევს. ვიტრინის ფერადი, ამრეკლავი ფონი კი ყვითელ ფოთლებს ფერადოვნებას ანიჭებს“, - ამბობს TRICOLOR Studio-ს დამფუძნებელი და დიზაინერი ნინო კალანდაძე.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება