თინა ბოკუჩავა - ის, რომ თითქოს საქართველო ფორმალურად რჩება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში, ილუზიაა - გაფართოების ანგარიში უკიდურესად მძიმეა და ევროკავშირი სწორედ ამას გამოიყენებს უვიზო მიმოსვლაზე გადაწყვეტილებისთვის

თითქოსდა, ფორმალურად საქართველო რჩება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში არის ილუზია, ტყუილი - ევროპული პენსია, ევროპული ხელფასი, ევროპული განათლება, ევროპული კეთილდღეობა, ევროპული უსაფრთხოება შეგვიძლია დავიბრუნოთ და მოვიპოვოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოვიშორებთ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის გაფართოების ანგარიში დაედება საფუძვლად საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას.

„გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი და ამავდროულად, ძალიან მძიმე ანგარიში გამოქვეყნდა. იყო ძალიან მძიმე ბრიფინგები, სადაც ადასტურებენ ორ რამეს, რომ ივანიშვილის რუსული რეჟიმის პირობებში, სამწუხაროდ, საქართველო, რომელმაც ქართველი ხალხის ძალისხმევით მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, დღეს არანაირი მომავალი ევროკავშირში არ აქვს. ეს არის სწორედ ივანიშვილის რუსული რეჟიმის მოქმედებების, ნაბიჯების, ანტიდასავლური, ანტიევროპული პოლიტიკის შედეგი. და ასევე, მარტა კოსიმ და კაია კალასმა ღიად ისაუბრეს იმაზე, რომ ივანიშვილის რეჟიმი მიზანმიმართულად ატყუებს ქართველ ხალხს ილუზიის შექმნის მიზნით, თითქოსდა, ფორმალურად მაინც საქართველო რჩება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში. ეს არის ილუზია, ეს არის ტყუილი და სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი საქართველოს, ქართველ ხალხს, რომელსაც ელოდება ევროკავშირი საკუთარ დიდ, პოლიტიკურ, უსაფრთხო ოჯახში, შეუძლია, რომ აღადგინოს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მოვიშორებთ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს. ევროპული პენსია, ევროპული ხელფასი, ევროპული განათლება, ევროპული კეთილდღეობა, ევროპული უსაფრთხოება შეგვიძლია დავიბრუნოთ და მოვიპოვოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოვიშორებთ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს.

ასევე, რა კონკრეტული შედეგი ექნება ამ უკიდურესად მძიმე ანგარიშს, რომელიც გუშინ მოვისმინეთ - სამწუხაროდ, სწორედ ამ ანგარიშს გამოიყენებს ევროკავშირი უვიზო მიმოსვლაზე გადაწყვეტილებისთვის. იცით, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო გუნდი მრავალი თვის განმავლობაში მუშაობს ძალიან ინტენსიურად იმაზე, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერება არ შეეხოთ საქართველოს მოქალაქეებს და ივანიშვილის რუსული რეჟიმის, ავტოკრატიული ნაბიჯების გამო არ დასანქცირდეს ქართველი ხალხი. ჩვენმა შრომამ შედეგი გამოიღო იმიტომ, რომ ახლა ევროკავშირი მსჯელობს უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე მხოლოდ რეჟიმის წევრების მიმართ. საუბარია, ივანიშვილზე, მის გარემოცვაზე, მოძალადეებზე, ცრუ მოწმეებზე, ე.წ. მოსამართლეებზე, პროპაგანდისტებზე, რომლებიც ატყუებენ ქართველ ხალხს და ფინანსურ ბიზნეს ელიტაზე, რომელიც ქართველ ხალხს ძარცვავს და აფინანსებს ივანიშვილის რეპრესიულ რუსულ მანქანას. ეს ანგარიში დაედება საფუძვლად ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ, იმედი მაქვს, რომ ჩვენი ძალისხმევის შედეგად ეს გადაწყვეტილება არ შეეხებათ საქართველოს მოქალაქეებს და ევროკავშირი აამოქმედებს უვიზო მიმოსვლის შეჩერებას მხოლოდ და მხოლოდ რეჟიმის წევრების მიმართ“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო