BTU-ში საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი დაფუძნდა

საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) დაფუძნდა. ჰაბის მიზანია მსოფლიოს წამყვანი ინფორმატიკის ოლიმპიადებისთვის ეროვნული ნაკრებების ფორმირება, ტექნოლოგიურ სფეროში ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენა, ნაკრების წევრთა მომზადება და მხარდაჭერა, საუკეთესო საოლიმპიადო შედეგების მისაღწევად.

საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი უზრუნველყოფს ეროვნული ნაკრებების მონაწილეობას და მომზადებას შემდეგ საერთაშორისო ოლიმპიადებზე:

  • ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადა ინფორმატიკაში (EJOI);
  • ევროპის გოგონათა ოლიმპიადა ინფორმატიკაში (EGOI);
  • ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადა (IOAI);
  • საქართველოს მოსწავლეთა ოლიმპიადა ინფორმატიკაში (OLYINFO).

აგრეთვე, ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადისთვის (IOI) ჰაბი უზრუნველყოფს მოსამზადებელი ბანაკების ორგანიზებას და ჩართული იქნება ეროვნული ნაკრების ოლიმპიადაზე ასპარეზობამდე საჭირო პროცესში.

წლების განმავლობაში, საქართველოს მონაწილეობა მსოფლიოს წამყვან ოლიმპიადებში არაერთხელ დასრულებულა გამორჩეული შედეგებით — ქართველი ახალგაზრდები ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელები ხდებოდნენ, აგრძელებდნენ სწავლას მსოფლიოს საუკეთესო რეიტინგის მქონე უნივერსიტეტებში, იწყებდნენ თანამშრომლობას წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებთან და ქმნიდნენ წარმატებულ სტარტაპებს.

საქართველოს ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბის შექმნის იდეა მიზნად ისახავს ამ პოტენციალის მაქსიმალურ რეალიზებას, სფეროთი დაინტერესებული ახალგაზრდების წახალისებას და მათთვის მეტი შესაძლებლობის შექმნას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებასა და გლობალურ ინტეგრაციას.

პროექტის გენერალური მხარდამჭერია „თიბისი“, რომელიც მრავალი წელია აქტიურად უჭერს მხარს განათლებისა და ტექნოლოგიების განვითარებას საქართველოში. პროექტის პარტნიორები არიან: გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ICT ასოციაცია საქართველოში, დეველოპერული კომპანია ბლოქსი, ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია LINEATE და გლობალურ ტექნოლოგიური კომპანია EPAM.

ჰაბის ფარგლებში მხარდაჭერილ ოლიმპიადებში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს შემდეგ ბმულზე.

(R)

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა