ფოთი ფლობს დიდ პოტენციალს, რომ გადაიქცეს ჭკვიან, მწვანე და ინოვაციურ ქალაქად. თუმცა, ამ მომავლის შესაქმნელად აუცილებელია ახალი იდეები თავად ახალგაზრდებისგან, ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები სტუდენტებისგან, სკოლის მოსწავლეებისგან, მეწარმეებისა და სტარტაპერებისგან.
გაინტერესებს, როგორ შეიძლება ფოთი გახდეს უფრო ჭკვიანი და ტექნოლოგიურად განვითარებული ქალაქი? გსურს შენი იდეებით შეცვალო ქალაქის მომავალი, მოიპოვო მცირე გრანტი და გუნდთან ერთად იმუშაო რეალურ პროექტზე?
„ეიპიემ ტერმინალს“ ფოთი, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დანიის მთავრობის ხელშეწყობით, „მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა“ პროექტის ფარგლებში, გიწვევთ ინოვაციების ფესტივალზე InnoWave 2025.
ფესტივალი 5-7 დეკემბერს გაიმართება და მისი მიზანია უზრუნველყოს ახალგაზრდების ჩართულობა ფოთის მრავალმხრივი განვითარებისთვის საჭირო იდეებისა და აქტივობების შემუშავებისა და განხორციელების მიზნით.
ფესტივალის ფარგლებში, 40-მდე შერჩეული ახალგაზრდა, სამი დღის განმავლობაში ჩაერთვება იდეების ჰაკათონში, რომელიც მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
ფესტივალის ფარგლებში, იდეების გენერირებისა და განვითარების თემატიკის წარმოჩენის მიზნით, გაიმართება ურბანული დაგეგმარებისა და ჭკვიანი ქალაქის მასტერკლასი. სესიას სფეროში ცნობილი ექსპერტი წარუძღვება, რომელიც მონაწილეებს დაეხმარება ადგილობრივი კონტექსტისა და საჭიროებების გაანალიზებაში, პრობლემების განსაზღვრაში და ინოვაციური გადაწყვეტების ჩამოყალიბებაში.
ფესტივალში მონაწილე ახალგაზრდებისთვის ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, მოტივირებულ თანატოლებთან ერთად რეალური წვლილი შეიტანონ ქალაქ ფოთის ტრანსფორმაციასა და მდგრად განვითარებაში. ფესტივალის ფარგლებში, მონაწილეები განავითარებენ პრაქტიკულ უნარებს, მათ შორის პროექტის დიზაინის, იდეების ეფექტურად პრეზენტაციის, გუნდური მუშაობისა და კრიტიკულ ანალიზის მიმართულებით, რომელიც მათ მომავალ პროფესიულ და საზოგადოებრივ აქტივობაში დაეხმარებათ.
*ტრანსპორტირების, კვებისა და განთავსების ხარჯებს უზრუნველყოფს ორგანიზატორი.
განაცხადის ფორმა:
https://docs.google.com/forms/d/1ElJO1aftxgUVgPRoHNqOUA9TjXD6i3YkGA_Mg5Ynhgg/edit
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 17 ნოემბერი, 2025
გაქვთ შეკითხვები? 14 ნოემბრამდე მოგვწერეთ მითითებულ ელფოსტაზე: etuna.tsotniashvili@apmterminals.com
იფიქრე. აღმოაჩინე. შექმენი. შეცვალე მომავალი ფოთის ინოვაციების ფესტივალზე InnoWave 2025!