გიგა ფარულავა - ევროინტეგრაციის გზაზე „ქართული ოცნება“ იქცა ბარიერად და საკუთარი ძალაუფლების, ასევე კორუფციულო გზით ხალხისთვის მოპარული ფულის დაცვის მიზნით, მზად არის, ფეხქვეშ გათელოს ქართველი ხალხის ინტერესი და იმოქმედოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ

სამწუხაროდ, ევროინტეგრაციის გზაზე „ქართული ოცნება“ იქცა ბარიერად და ის საკუთარი ძალაუფლების, ასევე კორუფციულო გზით ხალხისთვის მოპარული ფულის დაცვის მიზნით, მზად არის, ფეხქვეშ გათელოს ქართველი ხალხის ინტერესი და იმოქმედოს ჩვენი ევროპული მომავლის წინააღმდეგ, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, გიგა ფარულავამ ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, „დღევანდელი მოცემულობის შეფასებით, ნაკლებად გვაქვს იმის მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ შეიცვლის თავის პოლიტიკურ კურსს“.

„2025 წლის ევროკავშირის გაფართოების ანგარიში იყო, სამწუხაროდ, საქართველოს მხრიდან მორიგი უკან გადადგმული ნაბიჯი, განსაკუთრებით, მაშინ როდესაც კანდიდატი წევრების მიმართ ყველაზე უარესი შეფასება ჩვენ მივიღეთ. ეს არის „ოცნების" მხრიდან იმ არადემოკრატიული და ძალადობრივი ქმედებების შედეგი, რასაც ბოლო წლებია „ქართული ოცნება" ახორციელებს. განსაკუთრებით, ეს კატასტროფულია მაშინ, როდესაც საქართველო წლების წინ იყო ევროინტეგრაციის გზაზე მოწინავე. თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის დროს, საქართველო იყო „ასოცირებული ტრიოს" ლიდერი ქვეყანა. დღეს კი სულ სხვა შედეგი გვაქვს „ქართული ოცნების" პოლიტიკის შედეგად. სამწუხაროდ, ევროინტეგრაციის გზაზე „ქართული ოცნება" იქცა ბარიერად და ის საკუთარი ძალაუფლების, ასევე კორუფციულო გზით ხალხისთვის მოპარული ფულის დაცვის მიზნით, მზად არის, ფეხ-ქვეშ გათელოს ქართველი ხალხის ინტერესი და იმოქმედოს ჩვენი ევროპული მომავლის წინააღმდეგ.

ჩვენი ევროპელი პარტნიორები დიდი ხანია ცდილობენ, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ გადადგას დემოკრატიული ნაბიჯები, მაგრამ სამწუხაროდ, რეალობა სხვა არის. „ქართული ოცნება“ თავისი ბინძური პროპაგანდით უპირისპირდება ევროკავშირს და ის ცდილობს, საზოგადოება დაარწმუნოს, რომ თითქოს, რაც ხდება ჩვენს გარშემო, ყველაფერში დამნაშავე არის ევროკავშირი, ხოლო თავისი თავი გამოიყვანოს მსხვერპლად. სინამდვილეში ეს ასე არ არის. „ქართული ოცნება“ თავისი მოქმედებებით, რომლითაც ის ცდილობს, შეინარჩუნოს ძალაუფლება, რა თქმა უნდა, მოქმედებს ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ. რაც შეეხება იმედს - სამწუხაროდ დღევანდელი მოცემულობის შეფასებით, ნაკლებად გვაქვს იმის მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება" შეიცვლის თავის პოლიტიკურ კურსს“, - განაცხადა ფარულავამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება