თაზო დათუნაშვილი - გაფართოების ანგარიშმა „ქართულ ოცნებას“ და მოქალაქეებს შეფარვის გარეშე უთხრა, რომ „ოცნების“ პირობებში ევროპული მომავალი არის დასრულებული - მოსკოვში დაწერილი სცენარით, „ოცნებამ“ დაასამარა ევროპული პერსპექტივა

მოსკოვში დაწერილი სცენარით, „ქართულმა ოცნებამ“ დაასამარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, - ასე შეაფასა „ძლიერი საქართველო- ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა გაფართოების ანგარიში, რომელიც ევროკომისიამ გუშინ გამოაქვეყნა.

თაზო დათუნაშვილის თქმით, გუშინდელ ანგარიშში ყოველგვარი დიპლომატიური ენის გარეშეა ნათქვამი, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველოს ევროპული მომავალი დასრულებულია.

„საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გაიაზრონ ის უმძიმესი რეალობა, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დღეს აღმოჩნდა. გუშინდელმა ანგარიშმა პირდაპირ ყოველგვარი დიპლომატიური ენისა და შეფარვის გარეშე „ქართულ ოცნებას“ და საქართველოს მოქალაქეებს უთხრა, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველოს ევროპული მომავალი არის დასრულებული.

შეუძლებელია, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში რაიმე წინსვლა იყოს მიღწეული, პირიქით, იმ მომენტთან შედარებით, როდესაც ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი საქართველო ბევრად უფრო უკან არის განვითარების თვალსაზრისით, პირველ რიგში, ადამიანის უფლებების, დემოკრატიის და ყველა სხვა კომპონენტის, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ევროპის კავშირში საქართველო გაწევრიანდეს. „ქართული ოცნების“ ეს რაღაც ავადმყოფური დამოკიდებულება მოსკოვში დაწერილი სცენარია და დღეს საბოლოოდ გამოვლინდა, რომ მოსკოვში დაწერილი სცენარით „ქართულმა ოცნებამ“ დაასამარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ასეთი გამონათქვამი, რომ მხოლოდ ფურცელზე არის საქართველოს კანდიდატის სტატუსი, ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი გაჩერებულია“,- განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება