ქეთევან თურაზაშვილი - ნაცვლად იმისა, რომ ე.წ ხელისუფლება ზრუნავდეს საკუთარ მოქალაქეებზე, ყველაფერს აკეთებენ უცხოტომელების ჩამოსახლებისთვის - 9 მილიონი კვ.მ უნდა გადასცენ არაბებს, ეს არის 600 მილიონად შეფასებული მიწა

ნაცვლად იმისა, რომ ე.წ ხელისუფლება ზრუნავდეს საკუთარ მოქალაქეებზე, ისინი ყველაფერს აკეთებენ უცხოტომელების ჩამოსახლებისთვის, ამის შედეგად მოხდება ჩანაცვლება და მივიღებთ საქართველოს ქართველების გარეშე. 9 მილიონი კვ.მ უნდა გადასცენ არაბებს, ეს არის 600 მილიონად შეფასებული მიწა, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ქეთევან თურაზაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, უმძიმესი სოციალური პრობლემების გამო, ემიგრანტთა რაოდენობა მატულობს, „საქართველოში კი ჩვენი მოქალაქეები აღარ ბრუნდებიან“.

„ჩვენი ქვეყანა დემოგრაფიული კატასტროფის წინაშეა. შობადობა ნაკლებია, ვიდრე სიკვდილიანობა.

2025 წლის მონაცემებით 17 719 ბავშვი დაიბადა. ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 22 718 ადამიანი.

სახეზეა დემოგრაფიული კრიზისი. გარდაიცვალა ბევრად მეტი - 4999 ადამიანით მეტი, ვიდრე დაიბადა. ქვეყანა იცლება, უმძიმესი სოციალური პრობლემების გამო, ემიგრანტთა რაოდენობა მატულობს. საქართველოში ჩვენი მოქალაქეები აღარ ბრუნდებიან.

ნაცვლად იმისა, რომ ე.წ ხელისუფლება ზრუნავდეს საკუთარ მოქალაქეებზე, ისინი ყველაფერს აკეთებენ, უცხოტომელების ჩამოსახლებისთვის, ამის შედეგად მოხდება ჩანაცვლება და მივიღებთ საქართველოს ქართველების გარეშე. 9 მილიონი კვ.მ უნდა გადასცენ არაბებს, ეს არის 600 მილიონად შეფასებული მიწა.

„ქართული ოცნების“ ე.წ. ხელისუფლება ეროვნულ საფრთხეს უქმნის ქვეყანას. ამ დროს, „ქართული ოცნება“ ხელს უწყობს ორი არაბული ქალაქის მშენებლობას ორ უნიკალურ ტყე-პარკში - კრწანისსა და გონიოში. აქ არის უნიკალური ეკო-სისტემა, რომელსაც განადგურება ემუქრება.

ისედაც დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე მყოფ ქვეყანას, კიდევ უფრო მაღალი რისკის ქვეშ აყენებს, ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება - ორი უმნიშვნელოვანესი ტერიტორია გადასცენ არაბებს, ორი არაბული ანკლავის, ორი არაბული ქალაქის ასაშენებლად.

ყველა საფრთხეს და ეჭვს ამძაფრებს ისიც, რომ „ქართული ოცნება“ არ ასაჯაროებს ხელშეკრულებას.

ჩვენ, „ძლიერი საქართველო - ლელო“ მოვითხოვთ დაუყოვნებლივ გასაჯაროვდეს ხელშეკრულება“, - აღნიშნა ქეთევან თურაზაშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის