სოფელ კაბალში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც 52 წლის მირზა ალიევია ლიკვიდირებული, ახალი დეტალები ხდება ცნობილი

სოფელ კაბალში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. „ინტერპრესნიუსთან“ ოჯახის წევრები ადასტურებენ, რომ საპოლიციო ღონისძიების დროს პირველი გასროლა სწორედ 52 წლის მირზა ალიევის მხრიდან მოხდა, რომელსაც მათი თქმით, ეგონა, რომ სახლში ქურდები შეიჭრნენ.

ოჯახის წევრები პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზეც საუბრობენ და განმარტავენ, რომ სამართალდამცველები გაფრთხილების გარეშე შევიდნენ.

ამასთან, ისინი უარყოფენ ალიევის კავშირს „ქურდულ სამყაროსთან“.

„რის გამო შემოვარდნენ და რატომ უნდა დაეკავებინათ, არავინ არაფერი არ იცის. არ გვეუბნებიან. როგორც ვიცით, მირზამ ნიღბიანები რომ დაინახა, ქურდები ეგონა და ისროლა, რა დროსაც სპეცრაზმმა საპასუხოდ ესროლა და ადგილზე მოკვდა. სახლი ხედავთ რა დღეშია, რაც აქ ხდებოდა, ჩანს კედლებზე და მინებზე. ჩვენ არ გვჯერა, რომ მირზას რამე კავშირი ჰქონდა „ქურდულ სამყაროსთან“, - ამბობენ მირზა ალიევის ოჯახის წევრები.

შეგახსენებთ, დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 34 პირია დაკავებული, ხოლო ერთ-ერთმა დასაკავებელმა პირმა, მირზა ალიევმა ცეცხლი გახსნა სპეცრაზმის მისამართით, საპასუხო ცეცხლის შედეგად ის ადგილზე იქნა ლიკვიდირებული.

„ღონისძიების მიმდინარეობის დროს, ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში ერთ-ერთმა დასაკავებელმა პირმა, 1973 წელს დაბადებულმა მირზა ალიევმა, რომელზეც გაცემული იყო მოსამართლის განჩინება დაკავების შესახებ, ინტენსიური ცეცხლი გახსნა სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლების მისამართით. შედეგად გულმკერდის არეში მძიმედ დაიჭრა ერთ-ერთი სპეცრაზმელი. პოლიციის საპასუხო ცეცხლის შედეგად მირზა ალიევი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული“, - განაცხადა დარახველიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს