ლატვიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „სტამბოლის კონვენციიდან“ გასვლა განუსაზღვრელი ვადით გადადეს

ლატვიის სეიმმა „სტამბოლის კონვენციიდან“ ქვეყნის გასვლის განუსაზღვრელი ვადით გადადებას დაუჭირა მხარი, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ევიკა სილინამ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, „სტამბოლის კონვენციიდან“ გასვლის გადადებას მხარი სეიმის 53-მა წევრმა დაუჭირა, 18-ი წინააღმდეგი წავიდა, ერთმა კი - თავი შეიკავა.

„ლატვიის პარლამენტმა „სტამბოლის კონვენციიდან“ გასვლის განუსაზღვრელი ვადით გადადებას მისცა ხმა. მივესალმები ამ კენჭისყრას. ეს არის დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ქალთა უფლებების გამარჯვება. ეს არის ლატვიელი ხალხის გამარჯვება. ლატვია საიმედო პარტნიორი და მოკავშირეა და ევროპული ღირებულებების ერთგული რჩება“, - განაცხადა ლატვიის პრემიერმა.

შეგახსენებთ, ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩმა „სტამბოლის კონვენციიდან“ ქვეყნის გასვლის შესახებ კანონპროექტი სეიმში 3 ნოემბერს ხელმოწერის გარეშე დააბრუნა. მანამდე, პარლამენტმა კონვენციის დენონსაციის შესახებ კანონპროექტი მიიღო. არაერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ პრეზიდენტს მიმართა და მოუწოდა, არ დაემტკიცებინა სეიმის მიერ მიღებული კანონპროექტი. ამ მოწოდებებს პრემიერ-მინისტრი ევიკა სილინაც შეუერთდა.

ევროპის საბჭოს მიერ დამტკიცებული და ათობით წევრი სახელმწიფოს მიერ ხელმოწერილი „სტამბოლის კონვენცია“ ქალთა მიმართ ძალადობას ადამიანის უფლებების დარღვევად განსაზღვრავს და გენდერული ძალადობის სხვადასხვა ფორმას ეხება.

ლატვიაში კონვენციის კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ის ტრადიციულ ოჯახურ ღირებულებებს ეწინააღმდეგება. მაგალითად, ზოგიერთი დოკუმენტს „გენდერის“ განმარტების გამო აკრიტიკებს. მათი მტკიცებით, არსებული ეროვნული კანონმდებლობა საკმარისია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად.

კონვენციას პირველად ხელი მოეწერა სტამბოლში 2011 წელს და ძალაში შევიდა სამი წლის შემდეგ. ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობამ დოკუმენტს ხელი მოაწერა და მისი რატიფიცირება მოახდინა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება