დავით მათიკაშვილი - საზოგადოებამ გუშინ ევროკომისიის მხრიდან სრულიად უტიფარი სიცრუით გაჯერებული და ანტიქართული რიტორიკით სავსე ანგარიში მოისმინა

ანგარიში თავიდან ბოლომდე იყო გაყალბებული - თითქოს, მართლაც ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველოს ხელი ააღებინონ ევროპულ პერსპექტივაზე, იმდენად შეუსაბამო, სინამდვილესთან აცდენილი ე.წ. ფაქტები და არგუმენტებით არის გაჯერებული ეს ანგარიში, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ევროკავშირის გაფართოების ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ანგარიშში ტყუილებია ჩაწერილი.

მათიკაშვილის განცხადებით, ამ ყალბი ანგარიშით, ჩვენს საზოგადოებაზე ზეწოლის მოხდენას ცდილობენ.

„სრულიად უტიფარი სიცრუით გაჯერებული და ანტიქართული რიტორიკით სავსე ანგარიში მოისმინა გუშინ საზოგადოებამ ევროკომისიის მხრიდან. რთულია სხვა შეფასება მისცე, თუ არა ჩვენი ქვეყნის და ქართველი ხალხის მიმართ აშკარად არაკეთილმეგობრული განწყობა, რომელიც ვერ დამალა ევროკომისიამ და ევროკავშირმა. თითქოს, მართლაც ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენ, ქართველებს, საქართველოს ხელი ააღებინონ ევროპულ პერსპექტივაზე, იმდენად შეუსაბამო, სინამდვილესთან აცდენილი ე.წ. ფაქტები და არგუმენტებით არის გაჯერებული ეს ანგარიში. პირდაპირ ტყუილი არის ჩაწერილი ანგარიშში, თურმე, როგორ არ დაუჭირა მხარი უკრაინის სასარგებლოდ არსებულ რეზოლუციებს და როგორ მოქმედებდა ის საერთო ევროპული ინიციატივების წინააღმდეგ. თავიდან ბოლომდე ანგარიში იყო გაყალბებული, ეს შეგვიძლია პირდაპირ დავარქვათ. ეს არის ყალბი ანგარიში და ყალბი ანგარიშით მცდელობა, ჩვენს საზოგადოებაზე მოახდინონ ზეწოლა. ამავდროულად, ყველაზე გასაკვირი და მათთვის სამარცხვინო, ვინც ეს ანგარიში დაწერა, არის ის, რომ პირდაპირ ევროკავშირის წიაღში, ევროკომისიის ანგარიშთან ერთად არის უამრავი ინფორმაცია საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული, სადაც ჩვენმა ქვეყანამ უდიდეს პროგრესს მიაღწია და ხშირ შემთხვევაში არის ევროკავშირის არა თუ კანდიდატი ქვეყნების, არამედ ევროკავშირის წევრი ქვეყნების რეიტინგებზე მაღალ საფეხურზე მდგომი. ამ ყველაფერს ასე გაკვრით აღნიშნავენ. ხშირ შემთხვევაში, არც აღნიშნავენ. არც აძლევენ თავის თავს იმის შესაბამის ნიადაგს, რომ საფუძვლიანად ისაუბრონ პროგრესზე," - განაცხადა მათიკაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება