დიმიტრი პესკოვი - რუსეთის შეიარაღების სისტემა „ცხელი თავების“ წინააღმდეგ საიმედო ფარი უნდა გახდეს

რუსეთის შეიარაღების სისტემის განვითარება საიმედო ფარად უნდა იქცეს „ცხელი თავების“ წინააღმდეგ, რომლებიც პოტენციურად მზად არიან წინდაუხედავი ქმედებებისთვის, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პესკოვს ჰკითხეს, თუ რა რეაქციას ელის კრემლი უახლესი იარაღის გამოცდის შემდეგ, შეამცირებს თუ არა ეს „დასავლელი პოლიტიკოსებისა და მილიტარისტების“ ენთუზიაზმს, ან შესაძლებელია თუ არა, რომ ამან შეიარაღების რბოლა გააძლიეროს და დააჩქაროს.

„რუსეთის ფედერაცია სისტემატურად ავითარებს შეიარაღების სისტემებს, რომლებიც შექმნილია იმისათვის, რომ გახდეს საიმედო ფარი, ასე ვთქვათ, „ცხელი თავების“ წინააღმდეგ, რომლებიც არა მხოლოდ დაუფიქრებელ განცხადებებს აკეთებენ, არამედ პოტენციურად მზად არიან მოქმედებისთვისაც“, - აღნიშნა პესკოვმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს