„გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატი - მუნის ასე მასშტაბურად გავრცელება მიუთითებს სისტემურ გამოწვევებზე - აღმოჩნდა, სანიტარული ნორმების სტანდარტები უხეშად არის დარღვეული სკოლებსა და ბაღებში

მუნის ასე მასშტაბურად გავრცელება მიუთითებს სისტემურ გამოწვევებზე - მოშლილია პრევენციული, დამდგარ შემთხვევაზე სათანადო რეაგირების მექანიზმები - აღმოჩნდა, რომ სანიტარული ნორმების სტანდარტები უხეშად არის დარღვეული სკოლებსა და ბაღებში, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ქეთევან ბაკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, არ არსებობს ერთიანი პროტოკოლი, რომელიც სკოლებისა და ბაღების ადმინისტრაციას დაავალდებულებს დროულად აცნობონ მშობლებს მოსწავლის პოტენციური ინფიცირების შესახებ.

ბაკარაძე ამბობს, რომ განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებმა დაუყოვნებლივ უნდა მოამზადონ ერთიანი სამოქმედო გეგმა ინფექციის კიდევ უფრო მეტად გავრცელების რეალური პრევენციისთვის.

„პოლიტიკური ძალა „გახარია საქართველოსთვის“, ვეხმაურებით ქვეყანაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მუნიციპალიტეტების მართვაში არსებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში პარაზიტული ინფექციის - მუნის გავრცელებასთან დაკავშირებულ ვითარებას. პარადოქსული ის ფაქტია, რომ ინფორმაციას მშობლები გვამცნობენ და არა ის უწყებები, ვინც ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეებში მოზარდების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე უნდა იყვნენ პასუხისმგებელნი, ვინც ვალდებულია მსგავსი ტიპის შეტყობინება, გაფრთხილება, მისი თავიდან არიდების ინსტრუქცია თავად დააორგანიზოს და მიაწოდოს თითოეულ მოსწავლეს, აღსაზრდელს, თუ მშობელს.

კოლეგებთან ერთად დავათვალიერეთ თბილისის რამდენიმე სკოლა, სადაც მუნის შემთხვევები დაფიქსირდა. საინტერესოა, რომ სასწავლო პროცესი შეჩერებული იყო თვითრეგულირებით, ანუ შეშფოთებული მშობლების ინდივიდუალური გადაწყვეტილებით. რაც შეეხება სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან მოხდენილ რეაგირებას, აღმოჩნდა, რომ არცერთ შემთხვევაში მათ არ ჰქონდათ მიღებული ინსტრუქცია არცერთი კომპეტენტური უწყებიდან გასატარებელი ღონისძიებების შესახებ და თავად გადაწყვიტეს ემართათ პროცესი. მიმართეს სადეზინფექციო სამსახურს, რომლის მომსახურება გადატვირთული რეჟიმის გამო ყოვნდება და აქედან გამომდინარე, საკუთარი რესურსებით დაიწყეს სკოლის შენობის სანიტარული დამუშავება. ინფექციის ასე მასშტაბურად გავრცელება მიუთითებს სისტემურ გამოწვევებზე - მოშლილია პრევენციული, დამდგარ შემთხვევაზე სათანადო რეაგირების მექანიზმები. ამ შემთხვევაში საუბარია განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროს პასუხისმგებლობაზე. აღმოჩნდა, სანიტარული ნორმების სტანდარტები უხეშად არის დარღვეული სკოლებსა და ბაღებში. არ არსებობს ერთიანი პროტოკოლი, რომელიც დაავალდებულებს სკოლებისა და ბაღების ადმინისტრაციას დროულად აცნობონ მშობლებს მოსწავლის პოტენციური ინფიცირების შესახებ. განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებმა დაუყოვნებლივ უნდა მოამზადონ ერთიანი სამოქმედო გეგმა ინფექციის კიდევ უფრო მეტად გავრცელების რეალური პრევენციისთვის. მოგეხსენებათ, მუნი არა მხოლოდ მოზარდებს შორის ვრცელდება სწრაფად, ის შესაძლოა, სოციალურ პრობლემაში გადაიზარდოს. ბავშვების ჯანმრთელობაზე დუმილი დანაშაულია განსაკუთრებით მაშინ, როცა სახელმწიფო ინფორმირებულია და არ მოქმედებს“!, - განაცხადა ბაკარაძემ.

ამასთან, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ კიდევ ერთმა დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა, რომ მიმდინარე ვითარება ცხადყოფს, რომ სახელმწიფოს მხრიდან დარღვეულია ანგარიშვალდებულება მოსახლეობის წინაშე - მოქალაქეები სათანადოდ არ არიან ინფორმირებული არსებული მდგომარეობისა და შესაბამისი პრევენციული ზომების შესახებ.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის შესაბამისად, ჩვენმა გუნდმა უკვე მიმართა შესაბამის უწყებებს მოგვაწოდონ დეტალური ინფორმაცია სკოლებსა და სკოლამდელ დაწესებულებებში მუნის გავრცელების მასშტაბების, ეპიდემიოლოგიური ფორმებისა და მიღებული პრევენციული ზომების შესახებ. მიმდინარე ვითარება ცხადყოფს, რომ სახელმწიფოს მხრიდან დარღვეულია ანგარიშვალდებულება მოსახლეობის წინაშე - მოქალაქეები სათანადოდ არ არიან ინფორმირებული არსებული მდგომარეობისა და შესაბამისი პრევენციული ზომების შესახებ.

დღევანდელი კრიზისული ვითარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სასწავლო პროცესში ჩართული ბავშვების ჯანმრთელობასა და განვითარებას.

მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს, პროაქტიულად და დროულად მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია ინფექციის არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ასევე განხორციელებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ.

აუცილებელია მოქალაქეებმა იცოდნენ, რამდენად ეფექტური იყო პრევენციული ნაბიჯები და შეიძლებოდა თუ არა დროული რეაგირებით დღევანდელი შედეგების თავიდან აცილება“, - განაცხადა ხვედელიანმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო