ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.
“ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 ნოემბერს 06:00-იდან 07:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ძეგვი, არმაზის ტერიტორია, ქსანი, ნიჩბისი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 15:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - არაგვისპირი, ხეობა, წითელი კლდე, ახალციხე, საცხავატლო და მიმდებარე სოფლებში; 11:30-იდან 18:30 საათამდე აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ჟებოტა, ლელოვანი, თეთრახევა, ზარიძეები და მიმდებარე სოფლებში. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.