პროკურატურამ სხვისი ქონების მითვისების მცდელობის ფაქტზე „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ სხვისი ქონების მითვისების მცდელობის ფაქტზე „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრალდებული რკინიგზის კუთვნილი ქონების ე.წ. შპალების რეალიზაციას 450 ლარის სანაცვლოდ ახდენდა.

„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სს „საქართველოს რკინიგზის“ სალიანდაგო დეპარტამენტის, ხარაგაულის უბნის მარელისის სამმართველოს ცვლის უფროსი ა.გ. რკინიგზის კუთვნილი ქონების ე.წ. შპალების რეალიზაციას 450 ლარის სანაცვლოდ ახდენდა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია უკანონო გარიგების შედეგად მოქალაქისაგან მიღებული თანხა 450 ლარი.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (სხვისი ქონების მითვისებს მცდელობა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება