ირაკლი კობახიძე - ევროკავშირის ელჩი მოქმედებს ორმაგი სტანდარტით, რაც აღარ გვიკვირს

როდესაც „ნაციონალები" ძალადობენ, ამას არასოდეს ემიჯნება არც ევროკავშირის ელჩი, არც მთლიანად ევროპული ბიუროკრატია, როდესაც ისინი, მაგალითად, ძალადობენ ჟურნალისტებზე, ამასაც არასოდეს ემიჯნებიან და ა.შ. ეს არის ორმაგი სტანდარტი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

კობახიძის თქმით, ევროკავშირის ელჩი მოქმედებს ორმაგი სტანდარტით, რაც აღარავის უკვირს, რაც ძალიან სამწუხაროა.

„ეს არ არის პირველი მცდელობა, როდესაც „ნაციონალები" ძალადობენ, ამას არასოდეს ემიჯნება არც ევროკავშირის ელჩი, არც მთლიანად ევროპული ბიუროკრატია. როდესაც ისინი, მაგალითად, ძალადობენ ჟურნალისტებზე, ამასაც არასოდეს ემიჯნებიან და ა.შ. ეს არის ორმაგი სტანდარტი, კლასიკური ორმაგი სტანდარტი და ამ შემთხვევაშიც, ევროკავშირის ელჩი მოქმედებს, სწორედ, ამ ორმაგი სტანდარტით, რაც აღარ გვიკვირს არავის. ამ დონემდეა, დღეს, სამწუხაროდ, დასული ევროპული ბიუროკრატია. რაც არის ძალიან სამწუხარო და ძალიან დასანანი", - განაცხადა პრემიერმა.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი