სერგეი შოიგუ - საქართველოს ხელისუფლებამ არჩევნების დროს სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ მიმართული დესტრუქციული მოქმედებებისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეძლო - ხელისუფლების გამძლეობა უნდა ვაღიაროთ

საქართველოს ხელისუფლებამ არჩევნების დროს სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ მიმართული დესტრუქციული მოქმედებებისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეძლო, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შოიგუმ დსთ-ს წევრი ქვეყნების უშიშროების საბჭოს მდივნების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„რა თქმა უნდა, აქ ხელისუფლების გამძლეობა უნდა ვაღიაროთ, მათ საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესები ნამდვილად დაიცვეს“, - განაცხადა შოიგუმ.

ამასთან, მისი თქმით, „სამხრეთ კავკასიაში ვითარება სტაბილური გახდა და რუსეთის როლი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ჯერ კიდევ ბოლომდე მოუგვარებელ ურთიერთობებში მნიშვნელოვანია“.

„დიდი წვლილი მონაწილე ქვეყნებს მიუძღვით. რა თქმა უნდა, რუსეთს ვგულისხმობ, რადგან შეიძლება ვინმეს შთაბეჭდილება შეექმნას, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში, ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც მერვე ან მეცხრე კონფლიქტი მოაგვარა, აშშ იყო“, - აღნიშნა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი