დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ პუტინსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი უახლოეს მომავალში არ იგეგმება

უახლოეს მომავალში ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი არ იგეგმება, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ჯერჯერობით საუბარი არ იგეგმება. თუმცა, თუ ორივე მხარეს ამას საჭიროდ ჩათვლის, მაშინ ამის სწრაფად ორგანიზება შესაძლებელია“, - განაცხადა პესკოვმა.

ამასთან, პესკოვის ცნობით, აშშ-მა რუსეთი Minuteman III-ის ტიპის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის გამოცდის შესახებ წინასწარ გააფრთხილა.

„რა თქმა უნდა, მსგავსი რაკეტები გაშვების იდენტიფიკაციას მოითხოვს. ეს იდენტიფიკაციის საერთაშორისო სისტემაა. მსგავსი ტიპის გაშვებების დროს მათ ჩვენც წინასწარ ვაფრთხილებთ“, - აღნიშნა პესკოვმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს