ტანზანიის ოპოზიციის განცხადებით, ხელისუფლებამ ასობით დემონსტრანტი დახოცა

ტანზანიის მთავარი ოპოზიციური პარტია პოლიციას ასობით დემონსტრანტის დახოცვასა და მათი ცხედრების თავიდან მოშორებაში ადანაშაულებს, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, ტანზანიაში საპროტესტო აქციები გასული კვირის ოთხშაბათს დაიწყო, როდესაც არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, სამია სულუჰუ ჰასანმა გაიმარჯვა.

მომიტინგეები ჰასანის მთავარი კონკურენტების არჩევნებიდან ჩამოშორებას აპროტესტებენ. სამართალდამცავებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები მოხდა, რის შემდეგაც ხელისუფლებამ კომენდანტის საათი დააწესა და ინტერნეტი გათიშა.

ოპოზიციურ პარტია „ჩადემას“ გასულ კვირას გამართულ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს. მისი ლიდერი ტუნდუ ლისუ ღალატის ბრალდებით დააკავეს მას შემდეგ, რაც ჰასანის მთავრობამ ის 29 ოქტომბრის არჩევნების ჩაშლის დაგეგმვაში დაადანაშაულა.

CNN-ს პარტიაში განუცხადეს, რომ გარდაცვალების 2 000 ფაქტი დააფიქსირეს და რომ პოლიციამ ასობით ცხედარი თავიდან მოიშორა.

CNN-ი იუწყება, რომ ვერ შეძლეს დაღუპულთა რაოდენობის გადამოწმება, მთავრობის წარმომადგენელმა კი საპროტესტო აქციებზე რეაგირების შესახებ კითხვას არ უპასუხა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს