ჰანოვერის აეროპორტმა, დრონის დაფიქსირების გამო, მუშაობა შეაჩერა

გერმანიაში, ქვემო საქსონიის მხარეში, ჰანოვერის აეროპორტმა, დრონის დაფიქსირების გამო, მუშაობა დროებით შეაჩერა, - ინფრმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

ადგილობრივ პოლიციაში განაცხადეს, რომ დრონი პილოტებმა შენიშნეს და ამის შესახებ აეროპორტის თანამშრომლებს აცნობეს. წინასწარი ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატი ახლომდებარე სამრეწველო ზონის თავზე დაფრინავდა.

დრონის დაფიქსირების შემდეგ სამი თვითმფრინავი სხვა აეროპორტებში გადამისამართდა. ერთი თვითმფრინავი, რომელიც მაინის ფრანკფურტიდან მიფრინავდა, ჰამბურგში გადამისამართდა. დანარჩენი თვითმფრინავები იძულებული გახდნენ, აფრენა-დაშვება გადაედოთ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს